Home » საზოგადოება » ტურიზმის სექტორის 10-პუნქტიანი გეგმა – პასუხი რუსულ სანქციებს
ტურიზმის სექტორის 10-პუნქტიანი გეგმა - პასუხი რუსულ სანქციებს

ტურიზმის სექტორის 10-პუნქტიანი გეგმა – პასუხი რუსულ სანქციებს

სასტუმროებისა და რესტორნების ასოციაციის დამფუძნებლის შალვა ალავერდაშვილის ინიციატივით ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. შეხვედრის მონაწილეებმა სამოქმედო გეგმა დასახეს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იმოქმედოს ქართული ტურიზმის სექტორმა რუსული ავიასანქციების ფონზე.

დისკუსიის მობაწილეებმა 10-პუნქტიანი გეგმა ჩამოაყალიბეს, რომელსაც თავის მხრივ ეკონომიკის მინისტრს ნათია თურნავას დღევანდელ შეხვედრაზე გააცნობენ.

გეგმა ასეთია:

1. ბაქოდან და ერევნიდან თბილისის მიმართულებით დაინიშნოს შატლი;
2. ჩარტერული რეისების სუბსიდირება;
3. საგადასახადო შეღავათები სექტორს;
4. დიპლომატიურ კორპუსთან აქტიური მუშაობა;
5. ტურ-ოპერატორების პიარ-კამპანიების გააქტიურება;
6. საზღვარზე პრობლემების მოგვარება, განსაკუთრებითვ ირანელი და ინდოელი ტურისტების პრობლემების მაგალითზე;
7. booking.com-თან შეღავათებზე და ოკუპირებული აფხაზეთის საკითხზე (მათ ცალკე ქვეყნად აქვთ მითითებული აფხაზეთი) მოლაპარაკება;
8. შიდა ტურიზმზე მუშაობის გაძლიერება;
9. Google-ის საძიებო სისტემაში საქართველოს შესახებ ინფორმაციისა და ძიების სისტემის ხარისხობრივი გაუმჯობესება;
10. მეტი ცნობადი სახეების მოწვევა საქართველოში.

ამ ჩამონათვალს კერძო სექტორი დღეს ეკონომიკის მინისტრს გააცნო

Share