Home » ეკონომიკა » ტურისტული ვიზიტების რაოდენობა მარტში 4,3%-ით გაიზარდა
ტურისტული ვიზიტების რაოდენობა მარტში 4,3%-ით გაიზარდა

ტურისტული ვიზიტების რაოდენობა მარტში 4,3%-ით გაიზარდა

2019 წლის მარტში საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 328 ათას 486 შეადგინა, რაც 13 ათას 536-ით ანუ 4.3 პროცენტით მეტია 2018 წლის მარტის მაჩვენებელზე. რაც შეეხება 2019 წლის იანვარ-მარტს, ამ პერიოდში საქართველოში მილიონ 617 ათას 548 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი შედგა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.2 პროცენტით მეტია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ კი 882 ათას 130 შეადგინა, რაც 42 ათას 590-ით ანუ 5.1%-ით მეტია 2018 წლის იანვარ-მარტის მაჩვენებელზე.

ამასთან, წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-თებერვალში  საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალი 333 მილიონ 700 ათას დოლარს შეადგენს, რაც 15 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

Share