Home » საზოგადოება » „თუ „ოქროს სიის“ გაუქმება სახელმწიფოს წაადგება ეკონომიკის განვითარებაში, მაშინ უნდა გაუქმდეს“
„თუ „ოქროს სიის“ გაუქმება სახელმწიფოს წაადგება ეკონომიკის განვითარებაში, მაშინ უნდა გაუქმდეს“

„თუ „ოქროს სიის“ გაუქმება სახელმწიფოს წაადგება ეკონომიკის განვითარებაში, მაშინ უნდა გაუქმდეს“

„თუ „ოქროს სიის“ გაუქმება სახელმწიფოს წაადგება ეკონომიკის განვითარებაში, მაშინ უნდა გაუქმდეს“, – ამის შესახებ ბიზნესმენი თემურ ჭყონია აცხადებს.

„ბიზნესი იმსახურებს პატივისცემას და ახსნა-განმარტების მიცემას. თუ “ოქროს სიის” გაუქმენა სახელმწიფოს წაადგება ეკონომიკის განვითარებაში, მაშნ უნდა გაუქმდეს. თუ ეს არის, მაგალითად, ვიღაცის სუბიექტური შეზედულება, მაშინ არ არის სწორი. ბიზნესში სტაბილურობის განცდა უნდა არსებობდეს და ქვეყნაში, რომ განვითარებული იყოს ქვეყანა. სტაბილურობის განცდა არ არსებობს, იმიტომ რომ ყველა ეს ცვლილება არამარტო ფინანსურად, არამედ მორალურადაც მოქმედებს. ყველაფერს სჭირდება ახსნა. ბიზნესმენებს არ გვაქვს არგუმენტები თუ რატომ მოხდა ეს“, – აცხადებს ჭყონია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ 2019 წლის 31 მაისის №162 ბრძანების თანახმად, კომპანიების ე.წ. „ოქროს სია“ გაუქმდა და ბიზნესს იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადა 30-დღის ნაცვლად 5 დღეში მოუწევს.

უფრო კონკრეტულად, ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვით, იმპორტის გადასახდელების გადახდის 5-დღიანი ვადა გავრცელდება „ოქროს სიის“ მონაწილის კუთვნილ საქონელზეც (ნაცვლად მანამდე მოქმედი 30-დღიანი ვადისა) და წინასწარ (საქონლის შემოტანამდე) დეკლარირებულ საქონელზეც (ნაცვლად მანამდე მოქმედი 15-დღიანი ვადისა). ზემოაღნიშნული ცვლილება აქციზური საქონლის მიმართ ამოქმედდება გამოქვეყნებიდან მე-10 დღეს (2019 წლის 12 ივნისს), ხოლო სხვა შემთხვევაში –გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს (2019 წლის 2 ივლისს). მაჭავარიანის ბრძანების თანახმად, ამ ბრძანების ძალაში შესვლამდე რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციით იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაცხადებულ საქონელზე იმპორტის გადასახდელები გადაიხდება დეკლარაციის რეგისტრაციის დღისთვის მოქმედი წესით განსაზღვრულ ვადაში.

სანდრო პირველი

Share