Home » ახალი ამბები » თუ მართლა გეშინია და ვერ აუქმებ ამ ფილმს მოდი და დაგვიდექი ვერის ბაღში გვერდით – ვასაძე ივანიშვილს
თუ მართლა გეშინია და ვერ აუქმებ ამ ფილმს მოდი და დაგვიდექი ვერის ბაღში გვერდით - ვასაძე ივანიშვილს

თუ მართლა გეშინია და ვერ აუქმებ ამ ფილმს მოდი და დაგვიდექი ვერის ბაღში გვერდით – ვასაძე ივანიშვილს

“ვერის ბაღში” ბიზნესმენი ლევან ვასაძე მხარდამჭერებთან ერთად მივიდა. როგორც ლევან ვასაძემ ჟურნალისტებს განცხადა, თუ როგორ აპირებენ ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერის ჩაშლას კინოთეატრებში, ამ სამოქმედო გეგმაზე მიმართვისას ისაუბრებს.

ვასაძემ ბიძინა ივანშვილსაც მიმართა.

მინდა მივმართო ჩვენი ქვეყნის არაფორმალურ ხელმძღვანელს ბიძინა ივანიშვილს და ვუთხრა, ჩვენ დავიღალეთ ცოტა ამ თქვენი პოლიტიკური თამაშებით და ვეღარ გავიგეთ ვის მხარეზე ხართ…

თუ მართლა გეშინია და ვერ აუქმებ ამ ფილმს მოდი და დაგვიდექი ვერის ბაღში გვერდით. ამით გამოხატე შენი ეროვნული პოზიცია ამ სიბინძურის წინააღმდეგ. წამოიყვანე შენი მინისტრებიც და დაგვანახეთ, რომ არ უგულებელყოფთ ქართველი ხალხის აღშფოთებას ამ ფილმით და არ ემსახურებით რაღაც სატანისტურ ანტიტრადიციულ მიმდინარეობას, რომელიც გვანადგურებს ჩვენ”, – განაცხადა ვასაძემ.

 

Share