Home » საზოგადოება » “თუ ეს რეფორმა ამოქმედდა, მაშინ პენსია გაიზრდება 25 წლის შემდეგ”
"თუ ეს რეფორმა ამოქმედდა, მაშინ პენსია გაიზრდება 25 წლის შემდეგ"

“თუ ეს რეფორმა ამოქმედდა, მაშინ პენსია გაიზრდება 25 წლის შემდეგ”

ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების” თავმჯდომარის მოადგილე ბექა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ თუკი მთავრობის მიერ შემოთავაზებული საპენსიო რეფორმა ამოქმედდება, მაშინ მოქალაქეები გაზრდილ პენსიას მხოლოდ 25 წლის შემდეგ მიიღებენ. მისი თქმით, მთავრობის მიერ შემუშავებულ საპენსიო რეფორმაში გათვალისწინებული არ არის სახელფასო უთანასწორობისა და ზოგადად, უთანასწორობის საკითხი. ასევე, არ არის გათვალისწინებული მაგალითად, მძიმე და მავნე პირობებში დასაქმებული ადამიანების პენსიის საკითხი და შესაძლებლობა, რომ ისინი ადრე გავიდნენ პენსიაზე.

“ბევრი ისეთი საკითხია, რომელიც ჩვენც გავითვალისწინეთ, შესაბამისად, ჩვენი საპენსიო სისტემა ეფუძნება სოლიდარობის პრინციპს, მთავრობის ეფუძნება მთავრობის მიერ შემოთავაზებული “ყველა ზრუნავს საკუთარ თავზე პრინციპს, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მთავრობას არ ექნებოდა იმ სპეციფიკის გათვალისწინების შესაძლებლობა, რომელიც არის უთანასწორობა და მყისიერად გაზრდილი პენსიის მიღება”,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

Share