Home » ახალი ამბები » თსუში 70 წლის სტუდენტი მესამე კურსზე სწავლობს
თსუში 70 წლის სტუდენტი მესამე კურსზე სწავლობს

თსუში 70 წლის სტუდენტი მესამე კურსზე სწავლობს

70 წლის გიორგი მიქაძე თსუ სტუდენტია, ის უკვე მესამე წელია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას ეუფლება. ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს, სწავლის პარალელურად კი გიდად მუშაობს.

„ჩემთვის თსუ-ში მოსვლა და ლექციებზე დასწრება ნამდვილი დღესასწაულია. პროგრამაზე ჩაბარების მსურველი 100 კანდიდატიდან, მხოლოდ 10 მიიღო უნივერსიტეტმა, ძალიან სასიხარულო და ნამდვილი ზღაპარი იყო სწორედ ამ ათეულში მოხვედრა. ძალიან კარგი კურსელები მყავს და სასიამოვნოა,როგორც მათთან,ისე ლექტორებთან კომუნიკაცია. გვაქვს მოცულობითი სასწავლო ლიტერატურა, თან თსუ-ში სწავლის მიმართ განსხვავებული და საინტერესო მიდგომებია,“ – ამბობს გიორგი მიქაძე.

 

 

Share