Home » მსოფლიო » ტრამპმა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტად დევიდ მელპასი წარადგინა
ტრამპმა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტად დევიდ მელპასი წარადგინა

ტრამპმა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტად დევიდ მელპასი წარადგინა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის პოსტზე კანდიდატი წარადგინა. ის დევიდ მელპასია. წარდგენა რუზველტის დარბაზში შედგა.

„მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის პოსტზე სიამოვნებით წარმოგიდგენთ ჩემს კანდიდატს, ბატონ დევიდ მელპასს“, – განაცხადა ტრამპმა.

მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი ჯიმ იონ კიმი თანამდებობიდან 1 თებერვალს, უფლებამოსილების ამოწურვამდე 3 წლით ადრე გადადგა. მის მოვალეობას ამჟამად აღმასრულებელი დირექტორი კრისტალინა გეორგიევა ასრულებს.

კანდიდატების შერჩევა თებერვლის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება, შერჩეულ კანდიდატს კი აპრილის შუა რიცხვებში დაამტკიცებენ.

 

 

Share