Home » მსოფლიო » ტრამპმა აშშ-ში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
ტრამპმა აშშ-ში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

ტრამპმა აშშ-ში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.შესაბამისი წერილები კონგრესს ტრამპმა უკვე გაუგზავნა.

აღნიშნული გადაწყვეტილება, კონგრესის გვერდის ავლით ტრამპს მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობისთვის საჭირო სახსრებამდე წვდომის საშუალებას აძლევს, საუბარია 8 მილიარდ ამერიკულ დოლარზე.

ტრამპმა ამასთანავე ხელი მოაწერა მთავრობის დაფინანსების შესახებ კანონპროექტსაც, რომლითაც ქვეყნაში ე.წ. შათდაუნის განმეორება თავიდან აიცილეს.

არსებული ინფორმაციით დემოკრატები ტრამპის დადგენილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ.

Share