Home » მსოფლიო » ტრამპი პუტინს – თუ შეიძლება არ ჩაერიო აშშ-ის არჩევნებში
ტრამპი პუტინს - თუ შეიძლება არ ჩაერიო აშშ-ის არჩევნებში

ტრამპი პუტინს – თუ შეიძლება არ ჩაერიო აშშ-ის არჩევნებში

აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტებმა დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა ოსაკაში, „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრა გამართეს.

შეხვედრა საათნახევარი გრძელდებოდა. მისი დამთავრების შემდეგ თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ტრამპმა და პუტინმა განიხილეს სიტუაცია ირანში, სირიაში, ვენესუელასა და უკრაინაში.

შეხვედრის წინ, პროტოკოლით გათვალისწინებული სურათის გადაღების დროს ჟურნალისტებმა ტრამპს ჰკითხეს აპირებს თუ არა პუტინთან ამერიკის არჩევნებში ჩარევის საკითხის განხილვას. აშშ-ს პრეზიდენტს გაეცინა და პუტინს იქვე მიმართა: „თუ შეიძლება არ ჩაერიო არჩევნებში“.

ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.

Share