Home » მსოფლიო » ტრამპი: ირანის, როგორც ქვეყნის მომავალი ეჭვქვეშ დგას
ტრამპი: ირანის, როგორც ქვეყნის მომავალი ეჭვქვეშ დგას

ტრამპი: ირანის, როგორც ქვეყნის მომავალი ეჭვქვეშ დგას

ქვეყნის შიგნით საჯარო უკმაყოფილების ფონზე, ირანის, როგორც ქვეყნის მომავალი ეჭვქვეშ დგას, – ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ირანში სრული არეულობაა და ირანის ხელისუფლება ახლა მხოლოდ იმაზე ზრუნავს თუ როგორ გადარჩეს როგორც ქვეყანა. როდესაც მე ხელისუფლებაში მოვედი საკითხი იდგა ისე თუ როდის დაიპყრობდა ირანი ახლო აღმოსავლეთს. ახლა კი საკითხი მათ გადარჩენაზე დგას. წელიწადნახევრისთვის ეს ძალიან დიდი განსხვავებაა“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის მაისში დონალდ ტრამპმა ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმების დატოვების და ირანისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებაზე გადაწყვეტილება მიიღო.

ამავდროულად, ირანში ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის გაუფასურების ფონზე ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები გახშირდა.

Share