Home » მსოფლიო » ტრამპი ევროპის წინააღმდეგ – რატომ ვერ გამოიღო შედეგი დიდი შვიადიანის შეხვედრამ კანადაში
ტრამპი ევროპის წინააღმდეგ - რატომ ვერ გამოიღო შედეგი დიდი შვიადიანის შეხვედრამ კანადაში

ტრამპი ევროპის წინააღმდეგ – რატომ ვერ გამოიღო შედეგი დიდი შვიადიანის შეხვედრამ კანადაში

ტრამპი ევროპის წინააღმდეგ – რატომ ვერ გამოიღო შედეგი დიდი შვიადიანის შეხვედრამ კანადაში

აღნიშნული ფოტოგრაფია მთელ მსოფლიოს წამებში მოედო, რომელიც ცალსახად გამოსახავს კრიზისულ მდგომარეობას აშშ-სა და  ევროპას შორის.

 კანადაში, დიდი შვიდეულის სამიტზე რომელშიც  შვიდი განვითარებული ეკონომიკის ქვეყანა შედის   (აშშ, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია, კანადა, იაპონია)   სამიტის საბოლოო შედეგები ვერ შეათანხმეს.

ყველაფრის ამის მიზეზი ტრამპი გახლდათ. მისმა  გამოსვლებმა კოლეგები სრულ გაურკვევლობაში ჩააგდო და  ბოლოს ტრამპმა უარი განაცხადა ხელი მოეწერა  საბოლოო შეთანხმებაზე. მან პარტნიორები დაადანაშაულა იმაში, რომ უნდათ გამდიდრება ამერიკული ბიზნესის ხარჯზე.

 ტრამპმა   ხაზი გაუსვა იმ საკითს, რომ  ყველა მისმა წინამორბედმა ლიდერმა აშშ მიიყვანა უარყოფით სავაჭრო ბალანსამდე. თან დასძინა, რომ ამაში  სხვა ქვეყნებს არ ადანაშაულებს და წინამორბედმა პრეზიდენტებმა ბოლო  50 წლის მანძილზე ასეთ პოლიტიკას თავად შეუწყვეს ხელი.

ტრამის აზრით, მთავარი პრობლემა იმ ტარიფებშია,რომელსაც ევროპა იყენებს საკუთარი ბიზნესის მხარდაჭერისთვის  და ზღუდავს ამერიკული პროდუქციის კონკურენციას.

 კანადის პოზიცია,რომ სარკისებურ ტარიფებს დააწესებს ამერიკასთან ვაჭრობაში გახდა მთავარი მიზეზი იმისა, რომ აშშ-მ არ მოაწერა ხელი სამიტის ფინალურ კომუნიკეს.

არ დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი გარიცხეს დიდი შვიაიანის შემადგენლობიდან უკრაინაში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე და გაურკვევლობა დიდ შვიდიანში, სავარაუდოდ, ევროპის რეგიონში ამერიკის გავლენას შეასუსტებს და რუსეთს  ახალ შესაძლებლობას გაუხსნის თვისი ინტერესების გასაძლიერებლად.

ტრამპის განცხადებას  რუსეთი მიეწვიათ  და გაეფართივებინათ  დიდი შვიდიანი,  მხოლოდ იტალიამ უპასუხა დადებითდ.

არსებობს მოსაზრება იმის შესახებ რომ რადგან გერმანიამ მხარი დაუჭირა „ჩრდილოეთის ნაკადი -2“-ის პროექტს, ტრამპი  სწორედ ამის  გამო  აპირებს დასაჯოს ევროპა.

მოკლედ რუსეთს ნოემბრამდე (აშშ შ კონგრესის არჩევნებადე) დრო აქვს, რომ ეს კონფრონტაცია თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. აღნიშნულს ხელს უწყობს ის ფაქტორიც, რომ აშშ გავიდა ირანის  ატომური პროექტი“-დან და მის მიმართ ახალ სანქციებს აწესებს, რაც ევროპულ ბიზნესს კარგ არაფერს უქადის. აქაც ევროპა და რუსეთი თანამოაზრეები არიან, რათა დაიცვან თავიანთი ეკონომიკა.

ასეც რომ არ იყოს, ახალი ეკონომიკური სანქციების ამოქმედები , იზრდება საშიშროება ახლო აღმოსავლეთში კვლავ გაუარესდეს მდგომარეობა უსაფრთხოების საკითხებში და ატომური შეიარაღების მარათონი ახალ ფაზაში შეიყვანოს.

მიმდინარე პროცესების ღრმა ანალიზით, უკვე ცხადი ხდება რომ მსოფლიოში ახალი ეკონომიკური წესრიგი მყარდება და თუ ასე გაგრძელდა ვმო-ს (ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია) წევრ ქვეყნებს მოუწევთ გადახედონ საერთოდ ამ ორგანიზაციის  არსებობისა და ფუნქციონირების მიზანშეწონილობას. ვფიქრობ, დროა საქართველოს ეკონომიკურმა გუნდმა დაიწყოს ფიქრი პროტექციონისტური ეკონომიკური ღონისძიებების გატარების საკითხებზე,რაც ნამდვილად წაადგება  ჩვენი   ეკონომიკის  განვითარებას ინკლუზიური კუთხით, რომელიც მოსახლეობის დასაქმების საკითხის მოგვარებაში  მნიშვნელოვან როლს ითამაშებს.

,,ფინექსის”  ანალიტიკოსი,
ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი ნიკა შენგელია

Share