Home » მსოფლიო » ტრამპი – ევროკავშირი უარესია, ვიდრე ჩინეთი, უბრალოდ უფრო პატარაა
ტრამპი - ევროკავშირი უარესია, ვიდრე ჩინეთი, უბრალოდ უფრო პატარაა

ტრამპი – ევროკავშირი უარესია, ვიდრე ჩინეთი, უბრალოდ უფრო პატარაა

ევროკავშირი უარესია, ვიდრე ჩინეთი, უბრალოდ უფრო პატარაა – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნიუ ჰემპშირის შტატის ქალაქ მანჩესტერში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ცნობისთვის, ევროკავშირი ჩინეთზე უარესია, უბრალოდ უფრო პატარაა. ის საშინლად გვექცევა: ბარიერები, ტარიფები, გადასახადები და ჩვენ ისინი შემოვუშვით. ის ჩვენ ნამდვილად ცუდად გვექცევა“, – განაცხადა პრეზიდენტმა

ტრამპმა ამომრჩევლებს ასევე უთხრა, რომ ამერიკელებს მისთვის ხმის მიცემა მაინც მოუწევთ.

„მე მოვიგე არჩევნები და ბაზრები ათასჯერ გაიზარდა. თუ მე რაიმე მიზეზით არჩევნებს ვერ მოვიგებდი, ეკონომიკა ჩავარდებოდა. ეს კიდევ უარესად მოხდება 2020 წელს. თქვენ სხვა არჩევანი არ გაქვთ, გარდა ჩემთვის ხმის მოცემისა, რადგან თქვენი საპენსიო დანაზოგის სისტემა სრულიად ჩამოიშლება. გიყვარვართ თუ გძულვართ, მაინც მოგიწევთ ჩემთვის ხმის მოცემა“, – განაცხადა ტრამპმა.

Share