Home » მსოფლიო » ტრამპი ერდოღანს – ნუ იქნები ხისტი და სულელი! ისტორია სატანად შეგრაცხავს, თუ მოვლენები კარგად არ განვითარდება
ტრამპი ერდოღანს - ნუ იქნები ხისტი და სულელი! ისტორია სატანად შეგრაცხავს, თუ მოვლენები კარგად არ განვითარდება

ტრამპი ერდოღანს – ნუ იქნები ხისტი და სულელი! ისტორია სატანად შეგრაცხავს, თუ მოვლენები კარგად არ განვითარდება

„თეთრმა სახლმა“ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისთვის გაგზავნილი წერილის შინაარსი გამოაქვეყნა, სადაც ტრამპი თურქ კოლეგას მოუწოდებს, სირიაში შეჭრა არ განახორციელოს.

„ნუ იქნები ხისტი და სულელი! შეგვიძლია, კარგი გარიგება დავდოთ. შენ არ გსურს ათასობით ადამიანის სისხლისღვრაზე იყო პასუხისმგებელი, ისევე როგორც მე არ მსურს, თურქეთის ეკონომიკის განადგურებაზე ვიყო პასუხისმგებელი – და მე ვიქნები.

ისტორია დაგიფასებს, თუკი ამას სწორად და ჰუმანურად გააკეთებ, მაგრამ შეგრაცხავს სატანად, თუ მოვლენები კარგად არ განვითარდება. ნუ იქნები ხისტი, ნუ იქნები სულელი!“ – წერს ტრამპი.

წერილი დათარიღებულია 9 ოქტომბრით.

Share