Home » მსოფლიო » ტრამპი ჩრდილოეთ კორეაში McDonald’s-ის გახსნის მომხრეა
ტრამპი ჩრდილოეთ კორეაში McDonald’s-ის გახსნის მომხრეა

ტრამპი ჩრდილოეთ კორეაში McDonald’s-ის გახსნის მომხრეა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ემხრობა იმ იდეას, რომ ჩრდილოეთ კორეის ბაზარზე გამოჩნდეს “ღირსშესანიშნავი ამერიკული ბრენდი”, მაგალითად McDonald’s-ი. ამის შესახებ გამოცემა Axios-ი თეთრი სახლის წყაროზე დაყრდნობით წერს.

მისი თქმით, რესტორნის გახსნა “აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის თანამედროვე ურთიერთობების დამყარების ნაწილი იქნება”.

გუშინ, 10 ივნისს დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი სინგაპურში ჩავიდნენ, სადაც 12 ივნისს მათი პირველი შეხვედრა უნდა შედგეს.

დონალდ ტრამპი და კინ ჩენ ინი სინგაპურში უკვე ჩავიდნენ. ლიდერებს შორის ისტორიული შეხვედრა 12 ივნისს, კუნძულოვან კურორტ სენტოსაზე შედგება. ეს ორი ქვეყნის ლიდერის პირველი აუდიენცია იქნება.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის შეხვედრასთან დაკავშირებით სინგაპურში უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად არის გამკაცრებული. მოლპარაკებებს სინგაპურში ათასობით ჟურნალისტი გააშუქებს.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის შეხვედრის პერსპექტივის შესახებ 9 მარტს გახდა ცნობილი. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ გადაწყდა, რომ ისტორიული შეხვედრა 12 ივნისს სინგაპურში უნდა გამართულიყო.

აღსანიშნავია, რომ აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას დიპლომატიური კავშირი 1948 წლის შემდეგ არ ჰქონიათ.

წყარო: imedinews.ge

Share