Home » მსოფლიო » ტრამპი: ჩემი პრეზიდენტობის მეორე ვადის ბოლოსთვის ამერიკა სახელმწიფო ვალს დაფარავს
ტრამპი: ჩემი პრეზიდენტობის მეორე ვადის ბოლოსთვის ამერიკა სახელმწიფო ვალს დაფარავს

ტრამპი: ჩემი პრეზიდენტობის მეორე ვადის ბოლოსთვის ამერიკა სახელმწიფო ვალს დაფარავს

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი პრეზიდენტობის მეორე ვადის ბოლოს აშშ სრულად დაფარავს თავის სახელმწიფო ვალს, – წერს The Hill.

ღონისძიებაზე, რომელიც სამუშაო ადგილების გაზრდის საკითხს ეხებოდა, ტრამპმა თქვა, რომ ქვეყანას დიდი რაოდენობით ვალები დაუგროვდა და აშშ მათ გადახდას მალე დაიწყებს.

საინტერესოა, რა აძლევს ასეთი ხმამაღალი განცხადების საფუძველს ამერიკის პრეზიდენტს, როცა 2018 წელს ამერიკის სახელმწიფო ვალი დამატებით 1,2 ტრილიონით გაიზარდა და უკვე 21,5 ტრილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა.

გარდა ამისა, 2018 წელს აშშ-ის სახელმწიფო ბიჯეტის დეფიციტი 17%-ით არის გაზრდილი და 779 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს.  ექსპერტების შედფასებით,  2020 წლისთვის დეფიციტი 1 ტრილიონს მიაღწევს.

პარადოქსულია, რომ ბიუჯეტის დეფიციტს ამჟამად სწორედ დონალდ ტრამპის საგადასახადო რეფორმა აღრმავებს, რომელიც გადასახადების შემცირებაზეა ორიენტირებული.

Share