Home » საზოგადოება » თორნიკე რიჟვაძე: ეკონომიკური შედეგები აჭარის თითოეულ მკვიდრზე უნდა აისახოს
თორნიკე რიჟვაძე: ეკონომიკური შედეგები აჭარის თითოეულ მკვიდრზე უნდა აისახოს

თორნიკე რიჟვაძე: ეკონომიკური შედეგები აჭარის თითოეულ მკვიდრზე უნდა აისახოს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ ისაუბრა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს. თორნიკე რიჟვაძის თქმით, ეკონომიკური შედეგები, რაც რეგიონში მიიღწევა, აჭარის თითოეულ მკვიდრზე უნდა აისახოს. როგორც მან აღნიშნა, საგადასახადო შეღავათები აუცილებლად იქნება მიმართული აჭარისა და ბათუმის მეტი პოპულარიზაციისკენ.

„ეკონომიკური განვითარების ხაზი, რა თქმა უნდა, გადის ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდაზე და ეს გულისხმობს აჭარის თითოეულმა მკვიდრმა თავის თავზე იგრძნოს ის ეკონომიკური შედეგები, რაც ჩვენს ქვეყანაში მიიღწევა. ამისთვის კი ჩვენ გვაქვს კონკრეტული ეკონომიკური ინიციატივები ტურიზმის, ეკონომიკის და მომიჯნავე სექტორების მიმართულებით. შესაბამისად, ჩვენ ამ კონკრეტული ინიციატივებით ძალიან მალე შევძლებთ ჩვენი საქმიანობის და ეკონომიკური პოლიტიკის გატარების შედეგები თითოეულმა ჩვენგანმა იგრძნოს.

საგადასახადო შეღავათები მიმართული იქნება აჭარისა და ბათუმის მეტი პოპულარიზაციისკენ. როგორც კორპორატიული, ასევე წარმომადგენლობითი ოფისებისთვის შეიქმნება კონკრეტული საგადასახადო ინიციატივები, რომელიც ჩვენს რეგიონს მოუტანს როგორც ახალ წარმომადგენლობით ოფისებს, ასევე ხელს შეუწყობს დასაქმებას”, – აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

Share