Home » ეკონომიკა » TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო თურქეთში ყიდის

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო თურქეთში ყიდის

2020 წლის იანვარში თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანაა. კერძოდ, სავაჭრო ბრუნვამ საქართველო-თურქეთს შორის 117 მილიონ 73 ათას 300 დოლარი შეადგინა.

საანგარიშო პერიოდში თურქეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლე ჯგუფი ფეროშენადნობები იყო, რომლის ექსპორტიც 3 მილიონ 320 ათას 400 დოლარი იყო.

მას მოსდევს ტრიკოტაჟის ნაწარმი – 3 მილიონ 2 ათას 900 დოლარით; ხოლო მე-3 ადგილზე ფქვილი და  ხორცის, თევზის ან კიბოსნაირების გრანულები გავიდა, რომელთა ექსპორტმაც – მილიონ 989 ათას 600 დოლარი შეადგინა.

ექსპორტირებული პროდუქტების ხუთეულში მე-4 და მე-5 პოზიციებს კი ნახშირბადიანი ფოლადის ნახევარფაბრიკატები და ცხიმები, ქონები და მათი ფრაქციები ინაწილებენ, შესაბამისად, მილიონ 502 ათას 300  და მილიონ 350 ათას 300 დოლარით.

Share