Home » ბიზნესი » “თიბისის“ ინიციატივით, აჭარაში ყველაზე მასშტაბური რეგიონული ბიზნესფორუმი გაიმართება
“თიბისის“ ინიციატივით, აჭარაში ყველაზე მასშტაბური რეგიონული ბიზნესფორუმი გაიმართება

“თიბისის“ ინიციატივით, აჭარაში ყველაზე მასშტაბური რეგიონული ბიზნესფორუმი გაიმართება

“თიბისის“ ინიციატივით, სპეციალურად ბანკის ბიზნესკლიენტებისთვის ყველაზე მასშტაბური რეგიონული ბიზნესფორუმები იწყება.

რპირველი ფორუმი ბათუმში 7 ივლისს ჩატარდება და მასში მონაწილეობას დასავალეთ საქართველოში მოქმედი ბიზნესების 300-მდე წარმომადგენელი მიიღებს.

ღონისძიებაზე დამსწრე აუდიტორიას ბიზნესისთვის აქტუალურ საკითხებზე ინფორმაციას დარგის ექსპერტები მიაწვდიან. ფორუმის მონაწილეებს კი შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ „ვორქშოპებს“ და მათთვის საინტერესო ისეთ საკითხებზეც მიიღონ ინფორმაცია, როგორებიცაა: ციფრული მარკეტინგი, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტები, სასტუმროების მენეჯმენტი, ახალი ტექნოლოგიები, ლიზინგი, ფინანსები და სხვა.

ექსპერტებთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ თიბისის მენეჯმენტის, აჭარის მთავრობისა და „აწარმოე საქართველოს“ წარმომადგენლები.

“თიბისის“ რეგიონული ფორუმების მიზანია საქართველოს მასშტაბით მოქმედი ბიზნესების წარმომადგენლებისთვის აქტუალური და საინტერესო ბიზნესსიახლეების გაცნობა, ბიზნესსოციუმის წევრებს შორის მჭიდრო კავშირის დამყარება და ზოგადად, ქვეყნაში ბიზნესის დაწყებისა და განვითარების ხელშეწყობა.

ბიზნესფორუმი აჭარის შემდეგ უკვე საქართველოს სხვა რეგიონებში გადაინაცვლებს.

Share