Home » საზოგადოება » თიბისიმ პატარა გამომგონებლები დააფინანსა
თიბისიმ პატარა გამომგონებლები დააფინანსა

თიბისიმ პატარა გამომგონებლები დააფინანსა

გრან პრი (ჯილდო -შემეცნებითი ტური საზღვარგარეთ) მფლობელები, პროექტისთვის –  Health care – გარემოს მრავალფუნქციური მონიტორინგი, გახდნენ: დეა ილარიოვნა, შორენა გუჯაბიძე და მარინა გუჯაბიძე (სერვანტესის სახ. გიმნაზიის – აია-ჯესს XII კლაასის მოსაწავლეები).

ადგილი (₾5 000), პროექტით – უნივერსალური მოწყობილობა უსინათლოთათვის, გავიდნენ მილანა გაგულია, მარიამ ბახტაძე და ანა კალანდარიშვილი ( სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სახ. მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის X კლასის მოსწავლეები).

No automatic alt text available.

II  (₾3 000), პროექტი  – კვების პროდუქტები მენიუ კალორიებით – „ერთი ნაბიჯი ჯანსაღი კვებისკენ“-   ერეკლე თაბაგარი, ნინო მაკასარაშვილი, თამარ დეკანოიძე ( საჩხერის გენერალ გიორგი კვინიტაძის სახ. კადეტთა სამხედრო ლიცეუმის XII კლასი)

III (₾2 000) პროექტი – უსინათლოთა სიარულის მაკორექტირებელი სენსორული სისტემა – ნატა სულაქველიძე და გვანცა მაჩიტიძე (ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახ. სკოლა-ლიცეუმის VIII-XII კლასი) გახდნენ.

“თიბისიმ” მოსწავლე გამომგონებელი კონკურსანტები („ლეონარდო და ვინჩი“) დააჯილდოვა.  StatusDonates.ge -მ პროექტის ავტორისთვის სპეციალური პრიზი – ყოველთვიური, ერთწლიანი სტიპენდიაც დააწესა. სპეციალური სტიპენდია თიბისის რჩეულს – სკოლა „კანდიდის“ XII კლასის მოსწავლეს – ივერ ჯაჯანიძესაც დაენიშნა პროექტისთვის – MineGuard. მის  რობოტს შეუძლია მაღაროში მუშაობა ბევრად უსაფრთხო და კონტროლირებადი გახადოს. MineGuard აღჭურვილია ტენიანობისა და გაზის სენსორებით, ნიმუშების ამღები კოვზითა და ვიდეოკამერით, რაც უწყვეტი დაკვირვების საშუალებას იძლევა.

მკვლევართა კონკურსი  რუსთაველის სამეცნიერო ფონდმა 2018 წლის იანვარში  გამოაცხადა. 38 საკონკურსო განაცხადიდან 22 თბილისიდან, 16 კი შემდეგი რეგიონებიდან იყო წარდგენილი: ქუთაისი, რუსთავი, საგარეჯო, ბათუმი, ვანი, ხონი, საჩხერე, წილკანი.

18 ფინალური პროექტის გამოფენის პარალელურად, მონაწილეებმა საკუთარი გამოგონებები 10 ექსპერტისგან შემდგარ ჟიურის პრეზენტაციის ფორმატით წარუდგინეს.

2010 წლიდან  კონკურსში 402 განაცხადი იყო. 53 გამარჯვებული პროექტი გამოგონებად ჩაითვალა.

Share