Home » ფინანსები » თიბისი კვლევა: 79% საერთოდ არ ზრუნავს სიბერეზე
თიბისი კვლევა: 79% საერთოდ არ ზრუნავს სიბერეზე

თიბისი კვლევა: 79% საერთოდ არ ზრუნავს სიბერეზე

ფინანსური განათლების ამაღლების საჭიროებაზე და თემატური აქტივობების გაშლაზე საფინანსო სექტორმა თიბისი ბანკში,  კვლევის პრეზენტაციაზე იმსჯელა.

თიბისის კვლევაში 1000-მა  რესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა,  7 დიდ ქალაქში (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, ფოთი, გორი, რუსთავი). მოსახლეობა  მათი ბუნებრივი გადანაწილების პროპორციის დაცვით გამოიკითხა. ინტერვიუები TNS-მა უზრუნველყო. კითხვარი ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის, ISET-ის სპეციალისტების მიერ ADB-ს და OECD-ის მსოფლიო პრაქტიკებზე დაყრდნობით მომზადდა.

კვლევის 4 ძირითადი მიმართულება იყო ინფლაცია, რისკების დივერსიფიკაცია, რთული პროცენტი, სარგებელი,  მარტივი ამოცანების სახით  ფორმულირებული.

რესპოდენტების უმრავლესობას პასუხი ყველაზე მეტად ინფლაციის საკითხებზე გაუჭირდა. კითხვარის პასუხების თანახმად,  79% საერთოდ არ ზრუნავს სიბერეზე.  რისკების დივერსიფიკაციაზე გამოკითხვამ განათლების საშუალო დონე აჩვენა.

კვლევის შედეგებს  თიბისი, ფინანსური განათლების  სტრატეგიის შემუშავებაში გამოიყენებს.

Share