Home » ფინანსები » თიბისი კრედიტი – მარტივად ხელმისაწვდომი სესხი
თიბისი კრედიტი - მარტივად ხელმისაწვდომი სესხი

თიბისი კრედიტი – მარტივად ხელმისაწვდომი სესხი

ალბათ ყველასთვის ნაცნობი გრძნობაა, როცა ხელფასამდე ჯერ კიდევ 1-2 კვირაა დარჩენილი და ამ დროს თავს დაუგეგმავი ხარჯები გვატყდება.  ამისგან დაზღვეული ხომ არავინაა. სწორედ ასეთი მოულოდნელი ხარჯებისთვის არსებობს ონლაინსესხები, რომლებიც საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში ფართოდ გავრცელდა. დღეისთვის საკრედიტო ბაზარზე უკვე ბევრი კომპანია არსებობს. მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს კონკურენციას ახლა უკვე ბანკებიც უწევენ, მომხმარებელს კი არჩევანის და მათ მიერ შემოთავაზებული პირობების შედარების საშუალება აქვს.

ონლაინსესხები დისტანციურად, სწრაფად და მარტივად გაიცემა, თუმცა მარტივად მიღებული ფული საჩუქარი არ არის. სხვა სტანდარტული სესხებისგან განსხვავებით,  ონლაინსესხს მაღალი საპროცენტო განაკვეთი და მოკლე ვადა აქვს. სახელმწიფო რეგულაციების მიხედვით, სესხის გაცემა მხოლოდ ლიცენზირებულ ორგანიზაციებს შეუძლიათ, თუმცა, უნდა ვეცადოთ, , სესხი სანდო და კარგი რეპუტაციის მქონე ბანკისგან მივიღოთ. ასეთი კი, მაგალითად, თიბისი კრედიტია, რომლის სახელის უკანაც ქვეყნის პირველი ბანკი – თიბისი დგას.

რა არის თიბისი კრედიტი?

თიბისი კრედიტი სწრაფი სესხების ონლაინპლატფორმაა, სადაც სესხზე განაცხადის შევსება დისტანიურად შეგიძლიათ, პასუხს კი სულ რამდენიმე წუთში მიიღებთ. ვებგვერდიდან შესაძლებელია 100-დან 15 000 ლარამდე სესხის მაქსიმუმ 48 თვემდე ვადით მიღება. თიბისი კრედიტის სწრაფ სესხზე პირველი 6 თვე საშეღავათო პერიოდი ვრცელდება, რაც ნიშნავს, რომ მომხმარებელი მხოლოდ პროცენტს იხდის, დარჩენილი პერიოდი კი პროცენტის და ძირის თანხა ერთდროულად იფარება. სესხი ვადის გასვლის შემდეგ ნულდება, წინასწარი დაფარვა კი ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი.

ვის შეუძლია თიბისი კრედიტით სარგებლობა?

თიბისი კრედიტის ონლაინპლატფორმაზე სესხის აღება მარტივი და სწრაფი პროცესია, წარსადგენი საბუთების სია არც თუ ისე გრძელია – პირადი მონაცემების გარდა, მხოლოდ შემოსავლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა დაგჭირდებათ.

იმისთვის, რომ თიბისი კრედიტის სესხით ისარგებლოთ

  • უნდა იყოთ 20-დან 62 წლამდე საქართველოს მოქალაქე
  • უნდა გქონდეთ თიბისი ბანკში ერთი აქტიური ანგარიში ან სესხი
  • უნდა იყოთ თიბისი ბანკის ან სხვა ნებისმიერი ბანკის სახელფასო კლიენტი და ამის დადასტურება ანგარიშის ამონაწერით შეგეძლოთ

სესხით სარგებლობა თვითდასაქმებულებსაც შეუძლიათ. ამისათვის უფლება გაქვთ საქმიანობის ადგილზე კომპანიის წარმომადგენლის ვიზიტი მოითხოვოთ.  იმ შემთვევაში, თუ საზღვარგარეთიდან გზავნილებს იღებთ, შეგიძლიათ მიღებული ქვითრები ან ამონაწერი წარადგინოთ.

რა პროცესებს გადის განაცხადი საბოლოო დასტურამდე?

განაცხადის დისტანციურად შევსების შემდეგ, ონლაინპლატფორმის სისტემა მოთხონას ავტომატურ რეჟიმში განიხილავს და მომხმარებელი დამტკიცებული ლიმიტის შესახებ რამდენიმე წამში იღებს პასუხს. ამ პროცესში თიბისი კრედიტის მხრიდან არანაირი ადამიანური რესურსი არ არის ჩართული. რაც შეეხება სესხის საპროცენტო განაკვეთს, ეს საკითხი თითოეული მომხმარებლისთვის ინდივიდუალურად დგინდება. ამ შემთვევაში გათვალისწინდება მომხარებლის შემოსავლები, მისი ოდენობა, სტაბილურობა, საკრედიტო ისტორია და სხვა ფაქტორები. ონლაინსესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი 21%-დან 37%-მდეა, რაც შეეხება წლიურ ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს,  25%-დან 47%-მდე მერყეობს.

დღეისთვის, როცა ბაზარზე მრავალი კრედიტორი ორგანიზაცია მუშაობს, მათ მიერ შეთავაზებული წესები და პირობები ერთმანეთისგან განსხვავდება. ისღა დაგვრჩენია გირჩიოთ, რომ სესხის აღებამდე კარგად გაეცნოთ მათ მიერ შემოთავაზებულ პირობებს, დაფიქრდეთ სესხის მიზნობრიობაზე და არჩევანი მხოლოდ სანდო, კარგი რეპუტაციის მქონე კომპანიაზე შეაჩეროთ.

Share