Home » ბიზნესი » „თიბისი გალერეაში“ თბილისი-ბრისტოლის დამეგობრების 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად, ბიზნესფორუმი გაიმართება
„თიბისი გალერეაში“ თბილისი-ბრისტოლის დამეგობრების 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად, ბიზნესფორუმი გაიმართება

„თიბისი გალერეაში“ თბილისი-ბრისტოლის დამეგობრების 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად, ბიზნესფორუმი გაიმართება

12 ოქტომბერს, 11 საათზე, თიბისი გალერეაში თბილისი-ბრისტოლის დამეგობრების 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად, თიბისი ბანკის მხარდაჭერით, ბიზნესფორუმი გაიმართება.

სპეციალურად ამ თარიღისთვის თბილისს ოფიციალური ვიზიტით ბრისტოლის მერი – მარვინ რიზი ეწვია. დიდი ბრიტანეთიდან მოწვეულ სტუმრებთან ერთად ღონისძიებას თბილისის მერი, კახი კალაძე, სამთავრობო გუნდის, ასევე ბიზნესსექტორისა და თიბისი ბანკის მენეჯმენტის წარმომადგენლები დაესწრებიან.

პარალელურად, თიბისი გალერეაში გამოფენა – „ერთიანობა განსხვავებულობაში, ბრისტოლი და თბილისი 1988-2018“ იქნება წარმოდგენილი.

Share