Home » ბიზნესი » თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ იორკი კოსკელო დაინიშნა
თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ იორკი კოსკელო დაინიშნა

თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ იორკი კოსკელო დაინიშნა

„თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ იორკი კოსკელო დაინიშნა. იორკი კოსკელო მსოფლიოს სხვადასხვა კომპანიის ბორდის წევრია. ის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციაში (IFC) 2007-2011 წლებში მუშაობდა.

„თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა 3 აპრილის შემდეგ ვაკანტური იყო. მამუკა ხაზარაძე ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობიდან ეროვნული ბანკის მოთხოვნით გადადგა.

მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ სამეთვალყურეო საბჭოს დატოვების შესახებ ოფიციალური განაცხადი 2 აპრილს წარადგინეს. ინფორმაცია “თიბისი ბანკის” ლონდონის ბირჟის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. 

Share