Home » ფინანსები » ,,თიბისი ბანკის” მოგება 22%-ით გაიზარდა
,,თიბისი ბანკის" მოგება 22%-ით გაიზარდა

,,თიბისი ბანკის” მოგება 22%-ით გაიზარდა

,,თიბისი ბანკის”  წმინდა მოგებამ მიმდინარე  წლის მეორე კვარტლის ბოლოს 182 მლნ ლარი შეადგინა, რაც 22%-ით მეტია გასული წლის ივნისის ბოლოსთვის არსებულ მოგებაზე, მაშინ ბანკის მოგება 149 მლნ ლარი იყო.  გაზრდილია მოგების მაჩვენებელი დარეზერვებამდე და მან 2018 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით 293 მილიონი ლარი შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 199 მილიონი იყო.

2017 წლის ივნისის ბოლოდან ამ წლის ანალოგიური პერიოდამდე ბანკის აქტივები 11 მილიარდი ლარიდან 13 მლრდ ლარამდე გაიზარდა, ვალდებულებები – 9  მლრდ ლარიდან 11 მლრდ ლარამდე.

ბანკის სააქციო კაპიტალი გაზარდილია – 1.4 მლრდ ლარიდან 1.6 მლრდ ლარამდე.

Share