Home » მსოფლიო » Tesla-მ ჩინეთში ქარხნის მუშაობა მოულოდნელად შეაჩერა

Tesla-მ ჩინეთში ქარხნის მუშაობა მოულოდნელად შეაჩერა

კომპანია Tesla-მ ჩინეთში ქარხნის მუშაობა მოულოდნელად შეაჩერა. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg-ი წერს.

მათივე ინფორმაციით, საუბარია შანხაის გარეუბანში მდებარე ქარხანაზე. როგორც გამოცემა წერს, ქარხანაში დასაქმებულებს, რომლებიც 5 დღიან შვებულებაში იყვნენ, შვებულების გახანგრძლივების შესახებ შეატყობინეს.

ქარხნის გაჩერების ოფიციალური მიზეზი არ არის ცნობილი, თუმცა ჩინური ტექნოლოგიური საინფორმაციო საშუალება 36kr-ს ინფორმაციით, შეჩერბის მიზეზი კომპონენტების დეფიციტია.

კომპანიის ერთადერთი ქარხანა, რომელიც აშშ-ის საზღვრებსგარეთ მდებარეობს, გარდა მოდელ 3-ისათვის საჭირო კომპონენტების დეფიციტისა, რომელიც როგორც გამოცემა აღნიშნავს, კომპანიას ასევე აქვს პრობლემები კრიტიკულად საჭირო აღჭურვილობისა, რაც წარმოებისთვისაა საჭირო.

შანხაიში მდებარე ქარხნის გაჩერება ნიშნავს, რომ კომპანია ვეღარ აწარმოებს ავტომობილებს, რადგან აშშ-ში, კერძოდ კალიფორნიაში მდებარე ქარხანა კორონავირუსის გამო გაჩერებულია. ამან შანხაის ქარხნის მნიშვნელობა კრიტიკულად გაზარდა.

სანდრო პირველი

Share