Home » საზოგადოება » თენგიზ ცერცვაძე – საქართველოში C ჰეპატიტის განკურნების სარეკორდო მაჩვენებელი გვაქვს
თენგიზ ცერცვაძე - საქართველოში C ჰეპატიტის განკურნების სარეკორდო მაჩვენებელი გვაქვს

თენგიზ ცერცვაძე – საქართველოში C ჰეპატიტის განკურნების სარეკორდო მაჩვენებელი გვაქვს

საქართველოში C ჰეპატიტის განკურნების სარეკორდო მაჩვენებელი გვაქვს – 98.7 პროცენტი, ხოლო შიდსით ავადმყოფებში განკურნების მაჩვენებლი 95.6 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აივ შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ კონფერენციის „C ჰეპატიტის მიკრო-ელიმინაცია აივ/შიდსით ავადმყოფებში“ დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პრობლემის აღმოსაფხვრელად მნიშვნელოვანია, განხორციელდეს მიკროელიმინაციები ცალკეულ ფოკუს ჯგუფებში.

„შედეგები ჯერ კარგია. თუ C ჰეპატიტის განკურნების მაჩვენებლები მსოფლიოში სარეკორდო გვაქვს – 98.7%, შიდსით ავადმყოფებში ეს შედარებით დაბალია, მაგრამ 95,6 % შიდსიანებისთვისაც მაღალი მაჩვენებელია. შიდსიანები უნდა გამოვავლინოთ და ყველა მათგანში С ჰეპატიტი განვკურნოთ. ეს არის ამ პროგრამის მიზანი“, – განაცხადა თენგის ცერცვაძემ.

Share