Home » საზოგადოება » თემურ ჭყონია – რასაც ირაკლი ლატარია ამბობს, სრული სისულელეა
თემურ ჭყონია - რასაც ირაკლი ლატარია ამბობს, სრული სისულელეა

თემურ ჭყონია – რასაც ირაკლი ლატარია ამბობს, სრული სისულელეა

არ გადამეყაროს სადმე, თორემ თავს გავუტეხავ – ამბობს ბიზნესმენი თემურ ჭყონია ექსპერტ ირაკლი ლატარიაზე.

„ირაკლი ლატარიას გადაეცით სადმე არ გადამეყაროს, თორემ თავს გავუტეხავ. პირდაპირ ასე დაწერეთ. ვინ არის ეგ შტერი? რა ექსპერტია საერთოდ?! თუ პრემიერის თანამდებობა 100 000 დოლარი ღირს კარგად ყოფილა ჩვენი ქვეყნის საქმე. „მთავარ არხზე” რეკლამის მიტანას რაც შეეხება, მაგ შტერმა არ იცის, რომ რეკლამა მიგვაქვს იქ, სადაც რეიტინგია. „მთავარი არხი” ჯერ სულ რაღაც ორი დღის შექმნილია და რა რეიტინგზე შეიძლება იყოს ლაპარაკი?! ჩვენ გვყავს სპეციალური კომპანია, რომელიც ითვლისს რეიტინგებს. ლატარიას მსგავს შტერებს ეს არ ეცოდინებათ. როცა „მთავარი არხი” აკრიფავს რეიტინგს მაშინ მივიტანთ რეკლამას და ლატარიას არ შევეკითხებით”, – ამბობს „პრაიმტაიმთან” საუბრისას თემურ ჭყონია.

შეგახსენებთ, რომ ანალიტიკოს ირაკლი ლატარიას თქმით, თემურ ჭყონიამ ნიკა გვარამიას გადასცა 100 000 დოლარი. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, გვარამია ჭყონიას დაჰპირდა, რომ ამ თანხას გამოუქვითას რეკლამაში მომავალში, ასევე მას ჰპირდებიან პრემიერ-მინისტრის თანამდებობას კოალიციურ მთავრობაში

„არის ასეთი ინფორმაცია, რომ თემურ ჭყონიამ ნიკა გვარამიას გადასცა 100 000 დოლარი. გვარამია ჭყონიას დაჰპირდა, რომ ამ თანხას გამოუქვითას რეკლამაში მომავალში, ასევე მას ჰპირდებიან პრემიერ-მინისტრის თანამდებობას კოალიციურ მთავრობაში. ჭყონიამ თავის მხრივ იცის, რომ ახალ არხზე რეკლამას არავინ მიიტანს და ეს თანხა „დააბანდა” მომავალში პრემიერ-მინისტრობის თანამდებობაში”, – წერს ირაკლი ლატარია.

Share