Home » საზოგადოება » თემურ ჭყონია: მამუკა ბახტაძე სერიოზული კანდიდატი იქნება
თემურ ჭყონია: მამუკა ბახტაძე სერიოზული კანდიდატი იქნება

თემურ ჭყონია: მამუკა ბახტაძე სერიოზული კანდიდატი იქნება

“მამუკა ბახტაძე ჩემი აზრით იმ აქტივობით, რაც მას აქვს, სერიოზული კანდიდატი იქნება”, -ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ bm.ge-სთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მმართველმა გუნდმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს ვინ დაიკავებს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას. თუმცა, ბიზნესმენის თქმით, მამუკა ბახტაძე ერთ-ერთი საინტერესო კანდიდატურაა.

“შეიძლება მმართველ გუნდში იყოს რაღაც სწორი პოლიტიკური სისტემები, მაგრამ ძლიერი პიროვნება შეიძლება სხვა გუნდშიც იყოს ან საერთოდ არც იყოს. მაგალითად მამუკა ბახტაძე, ჩემი აზრით იმ აქტივობით, რაც მას აქვს, სერიოზული კანდიდატი იქნება, იმიტომ რომ ხშირად აღნიშნავენ ახალი ენერგიის საჭიროებას, ჰგონიათ რომ აუცილებლად უნდა იყოს კანდიდატი ახალგზრდა. ჩერჩილიც იყო ახალგაზრდა, თუმცა 64 წლის იყო პრემიერი როცა გახდა. ამიტომ უკვე არსებული გუნდში თუ ეძებენ კანდიდატს ჩემი აზრით, მამუკა ბახტაძის კანდიდატურა ცუდი არ იქნება”, – განაცხადა ჭყონიამ.

BM.GE

Share