Home » ბიზნესი » თემურ ჭყონია „კოკა-კოლას“ ახალი ქარხნისთვის თანამშრომლებს ეძებს
თემურ ჭყონია „კოკა-კოლას“ ახალი ქარხნისთვის თანამშრომლებს ეძებს

თემურ ჭყონია „კოკა-კოლას“ ახალი ქარხნისთვის თანამშრომლებს ეძებს

თემურ ჭყონია კოკა-კოლას ახალი ქარხნისთვის თანამშრომლებს ეძებს. ამის შესახებ ბიზნესმენმა „კომერსანტს“ თავად განუცხადა. მისი ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ წარმადობას გაზრდის და წარმოების პროცესს ახალი ქარხნიდან გააგრძელებს, თითქმის ყველა მიმართულების კადრი გახდება საჭირო.

ჭყონიას განცხადებით, მათ შორის, ტექნიკური პერსონალიდან ინჟინრები, მექანიკოსები, გაყიდვების მენეჯერები. „ძალიან ბევრ ხალხი გვჭირდება, შესაბამისად, ვაკანსიების გამოცხადებას და შერჩევას უახლოეს მომავალში დავიწყებთ. გარკვეული გასაუბრებები ახლაც გვაქვს ხოლმე“-აცხადებს ჭყონია.

შეგახსენებთ, „კოკა-კოლას“ ახალი ქარხნის მშენებლობა მუხრანის ველზე, 2018 წლის მარტში დაიწყო და დასრულება 2019 წლის აპრილში იგეგმება. როგორც ჭყონია განმარტავს, ეს იქნება მასშტაბური პროექტი, რომლის განსახორციელებლად 18 მილიონი ევრო დაიხარჯება.

ახალი ქარხანა მუხრანის ველზე 55 ათას კვადრატულ მეტრზე განთავსდება, აქედან 28 ათას კვადრატულ მეტრზე უშუალოდ ქარხნის დახურული ნაწილი იქნება. ახალ ქარხანაში „კოკა-კოლას“ მუზეუმიც განთავსდება, რომელშიც საქართველოში ბრენდის ისტორიის შესახებ ინფორმაციები იქნება თავმოყრილი

Share