Home » საზოგადოება » თემურ ჭყონია – “კოკა-კოლას” ახალი ქარხნის მშენებლობზე უკვე 22 მლნ დოლარზე მეტი დაიხარჯა
თემურ ჭყონია - "კოკა-კოლას" ახალი ქარხნის მშენებლობზე უკვე 22 მლნ დოლარზე მეტი დაიხარჯა

თემურ ჭყონია – “კოკა-კოლას” ახალი ქარხნის მშენებლობზე უკვე 22 მლნ დოლარზე მეტი დაიხარჯა

“კოკა -კოლას” ახალი ქარხანა იხსნება. ამის შესახებ „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ განაცხადა. როგორც ბიზნესმენი ამბიობს ქარხნის მშენებლობზე უკვე 22 მლნ დოლარზე მეტი დაიხარჯა და ეს თანხა მუდმივად მზარდია.

 თემურ ჭყონიას თქმით, ქარხანა დეკემბერში გაიხსნება და თანამდროვე დანადგარებითა და მოდელით უნიკალური იქნება. ბიზნესმენის ინფორმაციით, კომპანიას ახალი ქარხნისთვის თანამშრომლებიც სჭირდება და შესაბამის კადრებს ეძებს.

„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელის თქმით, საწარმოში ვიზიტორთა ოთახებიც მოეწყობა, სადაც ისინი კომპანიის ისტორიისა და წარმოების გაცნობას შეძლებენ.

ბიზნესმენის თმქით, ამავე საწარმოში ჩამოსხმება წყალი და ნატურალური წვენებიც, თუმცა ეს საკითხი ჯერჯერობით კოკა – კოლას სათაო ოფისთან შესათანხმებელია.

ცნობისთვის, „კოკა – კოლა ბოთლერს ჯორჯიამ“ მშენებლობა მუხრანის ველზე 2018 წლის შემოდგომაზე დაიწყო. საწარმოს საერთო ფართობი 18 000 კვ.მ-ია, სადაც სხვა ნაგებობებთან ერთად, კომპანიის ახალი სათაო ოფისიც განთავსდება.

Share