Home » ბიზნესი » თემურ ჭყონია: ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორებისთვის თანაბარი გარემო უნდა არსებობდეს
თემურ ჭყონია: ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორებისთვის თანაბარი გარემო უნდა არსებობდეს

თემურ ჭყონია: ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორებისთვის თანაბარი გარემო უნდა არსებობდეს

ბიზნესმენი თემურ ჭყონია ქვეყნის საინვესტიციო გარემოს აფასებს და რამდენიმე სახის ინვესტიციას გამოყოფს.

ერთია უცხოელი ინვესტორი როდესაც შემოდის, მეორეა როდესაც ადგილობრივი ინვესტორი იზიდავს უცხოურ სახსრებს, რაც ორივე პრაქტიკულად ერთია და მესამე ადგილობრივი ინვესტიციებია.

ვფიქრობ, სახელმწიფომ ამ მიმართულებით მიდგომები უნდა დააბალანსოს და უნდა შეიქმნას პროგრამა, რადგან ადგილობრივი ინვესტორებზე დაყრდნობით, უცხოელი ინვესტორებიც უფრო მეტად გამოთქვამენ ინტერესს”, – აცხადებს ბიზნესმენი და მიაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ მაკდონალდსის და კოკა-კოლას გარშემო მას არასოდეს ჰქონია ხელის შეშლა, უცხოელ ინვესტორებს უფრო მეტი მხარდაჭერა აქვთ.

ბიზნესმენს ისიც აშფოთებს, რომ ქვეყანაში, ნაცვლად იმისა, რომ ეკონომიკური პრობლემები განიხილებოდეს და მთელი ენერგია ამ მიმართულებით იხარჯებოდეს, რათა ქვეყანა უფრო გაძლიერდეს, დღეს აქტუალური მხოლოდ პოლიტიკური პრობლემების განხილვაა.

Share