Home » საზოგადოება » თემქის ხევში მდინარე გაიხსნება და საქალაქო პარკი მოეწყობა
თემქის ხევში მდინარე გაიხსნება და საქალაქო პარკი მოეწყობა

თემქის ხევში მდინარე გაიხსნება და საქალაქო პარკი მოეწყობა

თემქის ხევის კვლევა დასრულდა. მერიის ინფორმაციით, თემქის ხევის ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცის მოწყობა დედაქალაქის მიწათსარგებლობის ახალი გენერალური გეგმის მიხედვით განისაზღვრა.

გენგეგმის რეკომენდაციის გათვალისწინებით, თბილისის მერიამ წინასაპროექტო კვლევა ჩაატარა, რომელმაც 25 ჰექტარი მოიცვა. კვლევის შედეგებით, პარკის მოწყობის შესაძლებლობა 20 ჰექტარზე დადასტურდა.

ამასთან, თბილისის მერის მოადგილის მაია ბითაძის თქმით, ტერიტორიაზე შესაძლებელი იქნება მდინარის გახსნა. მისივე ცნობით, უახლოეს მომავალში  უშუალოდ საპროექტო  და სამშენებლო სამუშაოები დაიწყება, რის შედეგადაც ზღვის უბანს  ახალი საქალაქო პარკი ექნება.

Share