Home » ბიზნესი » თელავში, თიბისის მხარდაჭერით, სასტუმრო Holiday Inn გაიხსნა
თელავში, თიბისის მხარდაჭერით, სასტუმრო Holiday Inn გაიხსნა

თელავში, თიბისის მხარდაჭერით, სასტუმრო Holiday Inn გაიხსნა

თელავში, თიბისის მხარდაჭერით სასტუმრო Holiday inn გაიხსნა. თიბისის ინფორმაციით, 85 ნომრიანი სასტუმრო თელავის ცენტრში მდებარეობს და სტუმრების მიღება უკვე დაწყებულია.

მათივე ცნობით, სასტუმროს ფრანჩაიზის ხელშეკრულება კომპანია “ინტერკონტინენტალ ჰოტელ გრუპს”-თან გაფორმდა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 5 000-ზე მეტი სასტუმროთი არის წარმოდგენილი.

დაფინანსების სტრუქტურისა და პირობების გაუმჯობესის მიზნით, Holiday inn-ის პროექტი, თიბისი ბანკის მხარდაჭერით ჩაერთო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და აგრეთვე სახელმწიფო „უმასპინძლე საქართველოს“ დაფინანსების პროგრამებში.

როგორც სასტუმროს თანადამფუძლებელი ლევან ერისთავი აცხადებს, თიბისი ბანკისთვის მნიშვნელოვანია რეგიონებში კორპორატული კლიენტების მხარდაჭერა და განსაკუთრებით ტურიზმის სექტორის განვითარების ხელშეწყობა.

„თიბისის ჯამური ინვესტიციის მოცულობა ტურიზმის სექტორში, კერძოდ სასტუმროების დაფინანსების მიმართულებით, შეადგენს 650 მილიონ ლარს. თიბისის გუნდის აქტიური ჩართულობა პროექტის საწყისი ეტაპიდან და მათი დაგროვილი გამოცდილება ტურიზმის მიმართულებით ძალიან სასარგებლო იყო ჩვენი პროექტის წარმატებულად განხორცილებაში. დარწმუნებული ვარ, მომავალშიც კიდევ ბევრ საინტერესო პროექტს გავაკეთებთ ერთად“, – აცხადებს ლევან ერისთავი.

თიბისი ბანკისთვის როგორც რეგიონალური კორპორატიული კლიენტების განვითარება, აგრეთვე ტურიზმის მზარდაჭერა პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ჩვენი გუნდი მოხარულია, რომ მოგვეცა შესაძლებლობა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში მიგვეღო მონაწილეობა. ჩვენ მუდმივად ვფიქრობთ საერთაშორისო ფონდების დაფინანსების მოძიებას, რაც ეხმარება სასტუმროებს დაფინანსების ხარჯების ოპტიმიზაციაში“, – აცხადებს თიბისი ბანკის კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის უფროსი ლევან შავკაციშვილი.

თიბისი ბანკი აქტიურად განაგრძობს ტურიზმის სექტორის განვითარების მხარდაჭერას.

Share