Home » საზოგადოება » თელავში რაგბის სტადიონს აშენებენ
თელავში რაგბის სტადიონს აშენებენ

თელავში რაგბის სტადიონს აშენებენ

კახეთში, თელავის ცენტრში რაგბის სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობს და მასში დაახლოებით 6 მილიონი ლარის ინვესტიციას „ქართუ ჯგუფი“ ახორციელებს. თელავის რაგბის სტადიონი 3 ჰექტარზე განთავსდება, სადაც ხელოვნური და ბუნებრივი საფარით სათამაშო მოედანი მოეწყობა. ახალი რაგბის სტადიონი შესაბამისი, ევროპული სტანდარტების ინფრასტრუქტურით იქნება წარმოდენილი. ხოლო შიდა სივრცეში საშხაპეები, გასახდელები, სატრენაჟორო დარბაზი, საკონფერენციო სივრცე, ექიმის ოთახი და დოპინგ კონტროლი იქნება.

რაგბის სტადიონის სახელწოდება ამ ეტაპზე უცნობია. მისი მშენებლობა 2017 წელს დაიწყო და მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება.

როგორც „კომერსანტს“ „რაგბის განვითარების ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა მერაბ აბდუშელიშვილმა განუცხადა, კახეთის რეგიონში რაგბიზე მოთხოვნა დიდია, ხოლო თელავში ახალი სტადიონის მშენებლობა ამ სპორტის განვითარებას შეუწყობს ხელს.

„თელავს სტადიონი სჭირდებოდა, რადგან რაგბი იქ სწრაფი ტემპებით ვითარდება და ბევრი მოზარდი თამაშობს. ქვეყანაში რაგბი ერთ-ერთი წარმატებული პროექტია. სპორტის ეს სახეობა ახალაზრდებს გუნდურობას ასწავლის და ჩვენი დევიზიც ესაა, რომ ახალგაზრდობა ერთმანეთთან დავაახლოვოთ და სპორტში ჩავრთოთ.

სტადიონის მშენებლობა გაამართლებს, რადგან თელავში რაგბი მოთხოვნადი სპორტია,“ – განაცხადა აბდუშელიშვილმა.

 

წყარო: commersant.ge

ავტორი: ლიკა გურაბანიძე

Share