Home » ახალი ამბები » „თეგეტა“ ზამთრის საბურავებსა და ზეთებზე 20%-იანი ქეშბექს გთავაზობთ

„თეგეტა“ ზამთრის საბურავებსა და ზეთებზე 20%-იანი ქეშბექს გთავაზობთ

ტემპერატურა ქვემოთ იწევს და მოდის დრო, ვიზრუნოთ ჩვენს ავტომობილზე და ის ზამთრის სეზონისთვის მოვამზადოთ.

სწორედ ამიტომ „თეგეტა მოტორსში“ ორ მნიშვნელოვან პროდუქტზე – ზამთრის საბურავებსა და ზეთებზე მხოლოდ სამი დღით 20%-იანი ქეშბექით შეგიძლიათ ისარგებლოთ, რათა დროულად მოამზადოთ თქვენი ავტომობილი ცივი დღეებისთვის.

ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად, ორმაგად მნიშვნელოვანია ავტომობილის ტექნიკურად გამართვა. განსაკუთრებული ყურადღება კი საბურავების შერჩევას სჭირდება. ამ დროს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ საცხოვრებელი რეგიონის გარემო პირობები. რა თქმა უნდა, არსებობს უფრო მკაცრი და უფრო სუსტი კლიმატური პირობები, თუმცა არცერთის უგულებელყოფა არ შეიძლება. კატეგორიულად გამორიცხული და დაუშვებელია ზამთარში ზაფხულის საბურავებით სიარული. ზამთრის საბურავი და მისი პროტექტორი დაბალ ტემპერატურაზე სამუშაოდ არის შექმნილი და სწორედ ცივ ასფალტზე იწყებს ეს საბურავი კარგ მოჭიდებას, რაც ჩვენი და ჩვენი მგზავრების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

ავტომობილის ტექნიკურად გამართვისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი – ძრავის ზეთია საჭირო. ის რამდენიმე მნიშვნელოვან საქმეს ასრულებს ავტომობილის ძრავში: აგრილებს ძრავის კომპონენტებს, ამცირებს საწვავის მოხმარებას, აშორებს ძრავის ნაწილაკებსა და ტალახს.

„თეგეტა“ ზრუნავს გზაზე უსაფრთხო გადაადგილებაზე და სწორედ ამიტომ 25-26-27 ოქტომბერს 20%-იან ქეშბექის აქციას გთავაზობთ ზეთებსა და ზამთრის საბურავებზე.

იმგზავრე მშვიდად. „თეგეტა“ შენთან ერთად უსაფრთხოებისთვის.

Share