Home » ახალი ამბები » თეგეტა მოტორსმა „ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში“ გამარჯვებული გამოავლინა
თეგეტა მოტორსმა „ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში“ გამარჯვებული გამოავლინა

თეგეტა მოტორსმა „ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში“ გამარჯვებული გამოავლინა

„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში“ კომპანია თეგეტა მოტორსმა გამარჯვებული გამოავლინა. თეგეტას პროექტის „თეგეტა შენთან ერთად განათლებისთვის“ რჩეული იდეა გახდა „Car ქესი“, რომელიც გუნდმა „პინაპელმა“ წარმოადგინა. „Car ქესი“ გულისხმობს მაგისტრალებზე ავტომობილების გადაადგილებისას წარმოქმნილი ქარით მიღებული ენერგიის გამომუშავებას და შემდეგ მის გამოყენებას. ინოვაციური პროექტის ავტორებს თეგეტა მოტორსმა, პრიზის სახით, 5 000 ლარი გადასცა.

 

„ჩვენ მიერ შეირჩა გუნდ „პინაპელის“ პროექტი „Car ქესი“, რადგან იდეის შინაარსი სრულ თანხვედრაშია ჩვენი კომპანიის პრინციპებთან, რაც გულისხმობს გარემოს დაბინძურებისგან დაცვას და ბუნებრივი რესურსების დაზოგვას. ახალგაზრდების მიერ წარმოდგენილმა პროექტმა შესაძლებელია, ავტოწარმოებაში რევოლუციაც მოახდინოს და მსოფლიო ალტერნატიული ენერგიის გამომუშავების ახალ მეთოდზე დააფიქროს“. – განაცხადა თეგეტა მოტორსის წარმომადგენელმა.

 

„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი“ ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ, აშშ-ის საელჩოს დაფინანსებითა და განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით იმართება. კონკურსის მიზანია სკოლის მოსწავლეების დაინტერესება მეცნიერებით, ტექნოლოგიებითა და ინოვაციებით.

წლევანდელი კონკურსის შედეგად 4 გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა, პირველ ადგილზე გასული გუნდი 2019 წლის გაზაფხულზე აშშ-ში, NASA-ს შტაბ-ბინაში გაემგზავრება და მონაწილეობას მიიღებს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის პროგრამაში.

 

Share