Home » ახალი ამბები » „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება – უსასრულო გარანტია ზაფხულის საბურავებზე
„თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება - უსასრულო გარანტია ზაფხულის საბურავებზე

„თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება – უსასრულო გარანტია ზაფხულის საბურავებზე

ისარგებლეთ უპრეცედენტო შეთავაზებით ზაფხულის საბურავებზე „თეგეტაში“, შეიძინეთ Michelin-ის, Bridgestone-ის და Riken-ის ზაფხულის საბურავები მსუბუქი ან 4X4-ზე ავტომობილებისთვის და მიიღეთ უსასრულო გარანტია, რაც გულისხმობს ნებისმიერი დაზიანების შემთხვევაში, საბურავის უსასყიდლოდ აღდგენას ან საბურავის ღირებულების 80%-მდე თანხის ანაზღაურებას.

ასევე, შეგიძლიათ, ისარგებლოთ „თეგეტა კომფორტის“ მომსახურებით, რომელიც გულისხმობს ავტომობილის მომსახურებას სერვისცენტრში მისვლის გარეშე. თეგეტა მოტორსი „თეგეტა კომფორტის“ ფარგლებში გთავაზობთ პერსონალური მენეჯერის მომსახურებას, რომელიც სასურველ მისამართზე მოგაკითხავთ და თავად უზრუნველყოფს თქვენი ავტომობილის სერვისცენტრში გადაყვანას. კომპანია სრულად არის პასუხისმგებელი და ავტომობილი ტრანსპორტირების დროს დაზღვეულია. ამასთანავე, GPS სისტემის გამოყენებით შეგიძლიათ, ლაივ რეჟიმში აკონტროლოთ, სად იმყოფება თქვენი ავტომობილი. პერსონალური მენეჯერი სატელეფონო კომუნიკაციის საფუძველზე დეტალურად მოახდენს თქვენს სრულ ინფორმირებას ავტომობილის მდგომარეობისა და საჭირო სერვისის შესახებ. აღნიშნული სერვისის მისაღებად დარეკეთ თეგეტას ცხელ ხაზზე: 032 226 44 44.

„თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე, ჰოლდინგი აერთიანებს 7 შვილობილ კომპანიას და 24 წელია, მუდმივად ინარჩუნებს ავტოინდუსტრიაში ლიდერის პოზიციას. კომპანია ემსახურება 250 000-მდე რეგისტრირებულ საცალო და 20 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს. „თეგეტას“ ფილიალებში შეგიძლიათ, შეიძინოთ მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა. სასურველი პროდუქცია შეგიძლიათ, შეარჩიოთ თეგეტას ონლაინკატალოგში: shop.tegetamotors.ge.

Share