Home » საზოგადოება » „თეატრალურის კვარტეტი“ – 15 წელი სცენაზე, მალე ახალი რებრენდინგით!
„თეატრალურის კვარტეტი“ – თხუთმეტი წელი სცენაზე, მალე ახალი რებრენდინგით!

„თეატრალურის კვარტეტი“ – 15 წელი სცენაზე, მალე ახალი რებრენდინგით!

„თეატრალურის კვარტეტი“ არაერთხელ აღნიშნულა მათი პროფესიონალიზმი და რომ ისინი ქართული სიმღერის გამორჩეული შემსრულებლები არიან. კვარტეტი, რომელიც სცენაზე გამოჩენისთანავე შეიყვარა მსმენელმა,მათ რეპერტუარში აგრეთვე შედის სხვადასხვა ქვეყნების სიმღერები, რომლებიც სრულდება ქართული მრავალხმიანობის სტილში.

რა სიახლეები აქვთ მათ და რას ველოდოთ მომავალში? როგორ აღმოჩნდა ირმა კაჭარავა მათი პიარი, როგორია მისი ევროპული გამოცდილება და ხედვები სამუშაო პროცესში, იგი არაერთი ღონისძიების ორგანიზატორი გახლავთ, მაგრამ ყოველთვის კადრს მიღმა მუშაობას არჩევს ხოლმე. ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით „ბანკები და ფინანსებს“ „თეატრალურის კვარტეტი“ და პიარისა და ღონისძიებების სპეციალისტი ირმა კაჭარავა ესაუბრა.

– რას წარმოადგენს კვარტეტი, რამდენ წლიანი ისტორია გაქვთ?

– კვარტეტი შეიქმნა 2003 წელს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში და აი უკვე 15 წელია მოვდივართ ერთად.

კვარტეტის მიზანია ქართული ხალხური და ქალაქური მრავალხმიანი ფოლკლორის პოპულარიზაცია. ჩვენ აქტიურად  ვმონაწილეობთ მრავალ საქველმოქმედო კონცერტში და ხშირად თავადაც გამოვდივართ მათი ჩატარების ინიციატორის როლში. გვაქვს ორი CD ვმუშაობთ მესამეზე და ერთი DVD ალბომი.

– როგორ მოხდა თქვენი დაკავშირება?

– დაახლოებით სამი წლის წინ გავიცანით ერთმანეთი ერთ-ერთ ღონისძიებაზე,ვინაიდან ირმა გერმანიაში მოღვაწეობდა მისი დაბრუნების შემდეგ ორივეს მხრიდან იყო სურვილი თანამშრომლობის და აი ასე დავიწყეთ.

– ირმა, გაგვეცანით ცოტა რამ თქვენზე რომ გვითხრათ?

– მე პიარის სპეციალისტი ვარ,ამჟამად სხვადასხვა ტიპის კომპანიას ვუწევ პიარს. განათლება მიღებული მაქვს გერმანიაში,სადაც შევისწავლე ბიზნესი, საქმის მართვა და წარმოება, ასევე  პიარი და კომუნიკაცია. 10 წლის განმავლობაში ვცხოვრობდი ევროპაში – კერძოდ გერმანიასა და ლუქსემბურგში, რის შემდეგაც საბოლოოდ გადავწყვიტა დაბრუნება და ჩემი ევროპული გამოცდილების საქართველოში გამოყენება. ჯამში, 15 წლიანი გამოცდილება მაქვს სხვადასხვა მიმართულებით –პიარი, პროექტები, გაყიდვები, ღონისძიებები, როგორც საქართველოში ისე საზღვრებს გარეთ.

– თქვენი ჩართულობიდან გამომდინარე, რა სახის ცვლილებებს გეგმავთ?

– მთელი რიგი ცვლილებები გვაქვს უკვე დაგეგილი, ბევრი საინტერესო პროექტი, სიახლეები, გასტროლები, გარკვეული სახის რებრენდინგიც, რასაც მსმენელი და მკითხველი ეტაპობრივად გაიგებს,პირველ რიგში ბიჭების ფიზიკურ ფორმაში ჩადგომა არის (იღიმის ) დიდი  სურვილი მაქვს მათი დახმარების,კვარტეტის მიზანიც ხომ  ქართული ხალხური და ქალაქური ფოლკლორის პოპულარიზაცია  გახლავთ, მე კი როგორც პიარი ვეცდები, რომ მათი მრავალხმიანობა  და მათთან ერთად საქართველოც ყველამ გაიცნოს.

 – და ბოლოს როგორც ცნობილია აპრილის თვეში იგეგმება სოლო კონცერტი…

– დიახ, ვემზადებით სოლო კონცერტისთვის ,ბევრი ცნობილი სიმღერის ახალი საორკესტრო ვერსიებს მოისმენს ჩვენი ერთგული მსმენელი ,სადაც ასევე ბევრი სიურპრიზი გვექნება.მთავარია, ქვეყანაში იყოს მშვიდობა რომ ყველას გვქონდეს სიმღერის და გართობის განწყობა.

Share