Home » ახალი ამბები » თეა წულუკიანი – 14 წლამდე მოზარდების დანაშაული უპასუხოდ არ დარჩება
თეა წულუკიანი - 14 წლამდე მოზარდების დანაშაული უპასუხოდ არ დარჩება

თეა წულუკიანი – 14 წლამდე მოზარდების დანაშაული უპასუხოდ არ დარჩება

“ვარ წინააღმდეგი იმისა რომ 14 წელი დაიწიოს, თუნდაც 13 წლამდე ეს ჩემი როგორც იუსტიციის მინისტრის პოზიციაა ბავშვთა უფლებების სახელი და გაეროს ბავშვთა უფლებების კოდექსის სტანდარტების დამკვიდრების მიზნებიდან გამომდინარე”, – მის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს.

მისივე თქმით, იუსტიციის სამინისტრო პარლამენტს მალე წარუდგენს კანონპროექტს, რომელიც 14 წლამდე ასაკის მოზარდების მიერ ჩადენილ დანაშაულს შეეხება.

“ვარ წინააღმდეგი იმისა რომ 14 წელი დაიწიოს, თუნდაც 13 წლამდე ეს ჩემი როგორც იუსტიციის მინისტრის პოზიციაა ბავშვთა უფლებების სახელი და გაეროს ბავშვთა უფლებების კოდექსის სტანდარტების დამკვიდრების მიზნებიდან გამომდინარე. მაგრამ ის, რომ ამ ასაკის ბავშვები დანაშაულს ჩადიან, ეს დაუსჯელი ან უპასუხოდ არ უნდა დარჩეს.ამიტომაც ჩვენ მზად გვაქვს და შემოგთავაზებთ რეფორმას, რომელსაც შედეგად მოჰყვება საქართველოში რეფერირების მექანიზმების შექმნა და პოლიციას, იუსტიციის სისტემას, მათ შორის მედიიაციის პროგრამებს, განათლების სისტემას, ახალგაზრდული და ჯანდაცვის პროგრამებს ექნება საკადრისი ადეკვატური და ბავშვის ინტერესზე მორგებული პასუხი იმისათვის რომ დანაშაული ამ სეგმენტში შესრულდეს”, – განაცხადა თეა წულუკიანში.

Share