Home » საზოგადოება » თბილისში შესაძლოა, ყოველთვიური შეღავათიანი სამგზავრო ბარათის პრაქტიკა დაინერგოს
თბილისში შესაძლოა, ყოველთვიური შეღავათიანი სამგზავრო ბარათის პრაქტიკა დაინერგოს

თბილისში შესაძლოა, ყოველთვიური შეღავათიანი სამგზავრო ბარათის პრაქტიკა დაინერგოს

თბილისში შესაძლოა, ყოველთვიური შეღავათიანი სამგზავრო ბარათი შემოვიდეს. ამის შესახებ თბილისის მერიას იდეას მოქალაქე გრიგოლ გაგოშიძე სთავაზობს პროექტის “იდეა მერს” ფარგლებში.

„ძალიან კარგი იქნება თუ დაინერგება ქალაქში ყოველთვიური სამგზავრო ბარათები, მაგალითად თუ თვის ბარათი ეღირება 30 ლარი, ეს იქნება ყველასთვის ხელსაყრელი ვისაც ორჯერ ან მეტჯერ უწევს ტრანსპორტის გამოყენება დღის განავლობაში, ეს მეთოდი დანერგილია მსოფლიოს თითქმის ყველა დიდ ქალაქში და ძალიან კარგად მუშაობს. ამით გაიზრდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებელთა რიცხვი და ხალხი ნელნელა დაიწყებს გადმოსვლას, ეგრეთ წოდებული მარშუტკებიდან და ავტობუსის და მეტროს მომხმარებლები გახდებიან, ტურისტებისთვის შეიძლება ასევე დღის კარტის შეთავაზება.

დაწესდება ასევე შეღავათები ამ კარტაზე, მაცხოვრებლების საზოგადოებრივი კლასის მიხედვით. დადებითი მხარეები: -მოქნილობა, ავტობუსში ასვლის მომენტში ქაოსის შემცირება გადამხდელ აპარატთან, მომხმარებელთა მიერ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენება და სატრანსპორტო სამსახურისთვის სტაბილური შემოსავალი. უარყოფითი მხარეები: – შესაძლებელია ამ კარტით ისარგებლოს სხვა მომხმარებელმა, რაც პრობლემა იქნება უსურათო პლასტიკურ ბარათზე,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

ამ იდეაზე ხმის მიცემის ვადა 3 აგვისტომდეა.

Share