Home » საზოგადოება » თბილისში, შესაძლოა სოციალური ურნები დაიდგას
თბილისში, შესაძლოა სოციალური ურნები დაიდგას

თბილისში, შესაძლოა სოციალური ურნები დაიდგას

თბილისში, შესაძლოა სოციალური ურნები დაიდგას. იდეას თბილისის მერიას მოქალაქე გიორგი ბოცვაძე სთავაზობს. ბოცვაძემ თავისი იდეა idea.Tbilisi.gove.ge-ზე განათავსა.

იდეის ნომერი: 4386

“ქალაქის მასშტაბით სოციალური ე.წ. ბოქსების (ურნების) განთავსება ხელს შეუწყობს უკვე ნაცვამი ან მოხმარებული ტანსაცმლის შეგროვებას. ტანსაცმლის სპეციალური დამუშავების შედეგად სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების ტანსაცმლით უზრუნველყოფა იქნება შესაძლებელი. ურნების განთავსების პარალელურად საჭირო იქნება გასარეცხი ობიექტის მოწყობა და აღჭურვა, ან ურნებზე ინსტრუქციის განთავსება, სადაც მითითებული იქნება რომ მხოლოდ გარეცხილი სუფთა ტანსაცმელი მოათავსონ ურნაში. აღნიშნულუ ხელს შეუწყობს უპატრონო ბავშვთა და მოხუცებულთა თავშესაფრის ბინადართა სეზონის შესაბამისი ტანსაცმლით უზრუნველყოფას, ასევე პენიტენციურ სისტემაში თავისუფლება აღკვეთილი პირების ტანსაცმლით უზრუნველყოფას”, – აღნიშნავს მოქალაქე.

იხილეთ იდეა

Share