Home » საზოგადოება » თბილისში რუსეთის სავიზო ცენტრი იხსნება
თბილისში რუსეთის სავიზო ცენტრი იხსნება

თბილისში რუსეთის სავიზო ცენტრი იხსნება

თბილისში, ბესიკის ქუჩაზე 17 აგვისტოს რუსეთის სავიზო ცენტრი, იგივე Travel Assistance Services AS LLC იხსნება. ცენტრის საიტზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, სავიზო ცენტრი მომსახურების ხარისხს გაზრდის, კერძოდ, ცენტრის საშუალებით რუსეთის ვიზების გაფორმების პროცედურა დაჩქარდება და გამარტივდება.

“აღნიშნულს ხელს შეუწყობს რსც-ს თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, კვალიფიციური პერსონალი, 16 მიმღები ფანჯარა, ხელსაყრელი ადგილმდებარეობა დედაქალაქის ცენტრში, კომფორტული კეთილმოწყობილი ფართები და სხვა შესაძლებლობები”, – წერია განცხადებაში.

ცენტრი თბილისში რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციას ვიზის გასაცემად დოკუმენტაციას გადასცემს და პასპორტებსაც გასცემს მზა ვიზებით. დოკუმენტების შეტანისას გადასახადის ტარიფები რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამიადაა დადგენილი.

Share