Home » საზოგადოება » თბილისში მწვანე ნარგავების რაოდენობა შემცირდა
თბილისში მწვანე ნარგავების რაოდენობა შემცირდა

თბილისში მწვანე ნარგავების რაოდენობა შემცირდა

თბილისში მწვანე ნარგავებს 8 106 ჰექტარი უკავია. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “ეკოხედვაში” აცხადებენ. ინფორმაციას “კომერსანტი” ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, იმისთვის, რომ  ქალაქში ჰაერის სისუფთავე და ეკოლოგიური მდგომარეობა შენარჩუნდეს ერთ სულ მოსახლეოზე ნარგავების რაოდენობამ  15 მ2 უნდა იყოს. “ეკოხედვის” წარმომადგენლის ნინო სულხანიშვილის თქმით, 1983 წელს 1 სულ მოსახლეზე მწვანე ნარგავების წილი 13 მ2 -იყო, 2001 წლის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 5,6 მ2 -მდე შემცირდა, ხოლო 2016 წელს კი  3-4 მ2 -მდე.

თბილისში მწვანე ნარგავების აღრიცხვის ბოლო კვლევა 1988 წელს ჩატარდა. სტატისტიკა აჩენებს, რომ დედაქალაქში 18 859 069 ხე, 15 149 231 ბუჩქი, 6 730 569 წიწვოვანი და 12 128 500 ფოთლოვანი ნარგავი იყო.

ნინო სულხანიშვილის თქმით, იმისთვის, რომ თბილისში ნარგავების რაოდენობა გაიზარდოს დედაქალაქის მერიამ ბიუჯეტში ამ მიმართულებით მეტი ფული უნდა დახარჯოს.

ნინო სულხანიშვილი 2015 წელს თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსიც იყო. მან თანამდებობა 2017 წლის 5 იანვარს დატოვა.

10 ივლისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2018 წლის განახლებული ანგარიშით  მეთოდოლოგიური შეცდომა გამოასწორა და საქართველომ ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობით პირველი ადგილიდან 70-ეზე გადაინაცვლა.

 

წყარო: commersant.ge

Share