Home » ახალი ამბები » თბილისში, გორგასლის #39-ში ბილაინის ახალი მაღაზია გაიხსნა
თბილისში, გორგასლის #39-ში ბილაინის ახალი მაღაზია გაიხსნა

თბილისში, გორგასლის #39-ში ბილაინის ახალი მაღაზია გაიხსნა

 მობილურმა ოპერატორმა „ვიონი საქართველომ“ (ბრენდი ბილაინი), საერთაშორისო ჯგუფი „ვიონის“ წევრმა, ორთაჭალაში, გორგასლის #39-ში ახალი მაღაზია გახსნა. მაღაზია, რომელიც აღჭურვილია უახლესი ტექნიკით, მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ერთ სივრცეში მიიღოს ბილაინის ყველა მომსახურება და შეიძინოს სხვადასხვა პროდუქტი და მოწყობილობა.

მაღაზიაში მომხმარებლებს შეუძლიათ სიმბარათების შეძენა, სასურველი პაკეტების გააქტიურება და სხვა საკითხებზე ამომწურავი ინფორმაციის მიღება. აქვე წარმოდგენილია სმარტფონები და სხვა ელექტრონული მოწყობილობები.

ბილაინი მსოფლიოში ცნობილი ისეთი ბრენდების ოფიციალური პარტნიორია, როგორებიცაა: Apple, Huawei, Alcatel, Meizu, Xiaomi და მათ პროდუქტებს საუკეთესო პირობებით სთავაზობს მომხმარებელს.

ხსენებული და სხვა მომსახურების მიღება მომხმარებლებს საქართველოს მასშტაბით ბილაინის 36 მაღაზიაში შეუძლიათ.

Share