Home » საზოგადოება » თბილისში ღამის საათებში ლურჯი ავტობუსები ივლისიდან ივლიან
თბილისში ღამის საათებში ლურჯი ავტობუსები ივლისიდან ივლიან

თბილისში ღამის საათებში ლურჯი ავტობუსები ივლისიდან ივლიან

„ჩვენი ინიციატივაა, რომ ტრანსპორტმა აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე იმოძრაოს ქალაქში – ბოლო წერტილები რომ იყოს მეტრო „ახმეტელი“ და მეტრო „ვარკეთილი“. როგორც სპეციალისტები გვეუბნებიან, შეუძლებელია ერთი გაბმული მარშრუტი იყოს. ამიტომ საჭირო იქნება გარკვეული ლოჯისტიკის შექმნა. უდავოა, რომ ტურისტული კერები უნდა დავაკავშიროთ ერთმანეთს – მაგალითად, პირველი რესპუბლიკის მოედანი, თავისუფლების მოედანი. შემდეგ გვინდა რომ სანაპიროს გაუყვეს ეს მარშრუტი, აბანოთუბანში და ავლაბარში გაიაროს. მეტრო „ავლაბართან“ იქნება ერთ-ერთი ჰაბი; ამის შემდეგ დავუკავშირდეთ ვარკეთილს. იდეაა, რომ ტრანსპორტის ჩართვა მოხდეს იმ პერიოდში, როდესაც მეტრო აღარ იმუშავებს – 00:00-დან დილის 06:00 საათამდე მონაკვეთში“, – განაცხადა გვარჯალაძემ.

გვარჯალაძე დასძენს, რომ ტრანსპორტის ღამით მოძრაობა ივლისის ბოლოდან უნდა დაიწყოს და ოქტომბრამდე მაინც უნდა იმოძრაოს.

“როცა არ არის მოძრაობა, მოთხოვნა, ვფიქრობთ, მიზანშეწონილი არ იქნება დიდმა ავტობუსმა იმოძრაოს. ამიტომ თავიდან მხოლოდ პარასკევი, შაბათი და კვირით შემოვიფარგლებით“, – განაცხადა გვარჯალაძემ და დასძინა, რომ ღამით ტრანსპორტი ნახევარსაათიანი ინტერვალით იმოძრავებს.

Share