Home » საზოგადოება » თბილისში დაუსრულებელი ნაგებობები და ავარიული კორპუსები შესაძლოა, ახალი შენობებით ჩანაცვლდეს
თბილისში დაუსრულებელი ნაგებობები და ავარიული კორპუსები შესაძლოა, ახალი შენობებით ჩანაცვლდეს

თბილისში დაუსრულებელი ნაგებობები და ავარიული კორპუსები შესაძლოა, ახალი შენობებით ჩანაცვლდეს

თბილისში  დაუსრულებელი ნაგებობები და ავარიული  კორპუსები შესაძლოა, ახალი შენობებით ჩანაცვლდეს.  უფრო კონკრეტულად კი, საუბარია მერიის ახალ ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც, სამშენებლო კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ დაუსრულებელი სამშენებლო ობიექტებისა და ავარიული საცხოვრებელი სახლების ნაცვლად, უფრო მაღალი შენობები ააშენონ, ანუ  K2 კოეფიციენტი გაზარდონ. შეგახსენებთ, რომ K2 კოეფიციენტის გაყიდვა, კახა კალაძემ, ცოტა ხნის წინ აკრძალა.

მერიის ახალ ინიციატივას ავარიული კორპუსების ჩანაცველბის თაობაზე დადებითად აფასებს ,,მენაშენეთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი. თუმცა, ამის სანაცვლოდ, K2 კოეფიციენტის ზრდა, ირაკლი როსტამაშვილისთვის მიუღებელია. ასოციაციის ხელმღვანელის თქმით, იმ კომპანიებს, რომლებიც ავარიულ ნაგებობებს ახლით ჩაანაცვლებენ, უნდა გაეწიოთ შეღავათი, ოღონდ მხოლოდ ფინანსური კუთხით და არა k2 კოეფიციენტის გაზრდით, რადგან ეს დედაქალაქის იერსახეს დაამახინჯებს.

ცნობისთვის, თბილისში 170-ზე მეტი დაუსრულებებელი სამშენებლო ობიექტია, რომელთა მესაკუთრეები, უკვე მრავალი წელია საცხოვრებელ ფართებს ელოდებიან.

Share