Home » საზოგადოება » თბილისს კიდევ ერთი ენერგოეფექტური და სრულად ადაპტირებული კომპლექსი m² იპოდრომთან 2 შეემატა
თბილისს კიდევ ერთი ენერგოეფექტური და სრულად ადაპტირებული კომპლექსი m² იპოდრომთან 2 შეემატა

თბილისს კიდევ ერთი ენერგოეფექტური და სრულად ადაპტირებული კომპლექსი m² იპოდრომთან 2 შეემატა

თბილისს კიდევ ერთი ენერგოეფექტური და სრულად ადაპტირებული კომპლექსი m² იპოდრომთან 2 შეემატა

m²-მა ახალი საცხოვრებელი კომპლექსის, m² იპოდრომთან 2 -ის მშენებლობის დაწყების შესახებ 2015 წლის ივლისში განაცხადა და სამშენებლო სამუშაოებიც ამავე წელს დაიწყო. ნაცვლად 2018 წლის ოქტომბრისა, კომპანიამ 800-მდე ოჯახისთვის სარემონტო სამუშაოებისდაგეგმილზე ადრე, ეტაპობრივად ჩაბარება 23 აგვისტოს დაიწყო, 4 ოქტომბერს კი, საცხოვრებელი კომპლექსი ოფიციალურად გაიხსნა.

კომპლექსი m²იპოდრომთან 2გ. კარტოზიას 10 ნომერში მდებარეობს.პროექტსგამოარჩევსმისი მოსახერხებელი და მიმზიდველი მდებარეობა. უსაფრთხოებისმიზნით, კომპლექსი აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების მქონე ხანძარსაწინააღმდეგო სისტემით, მათ შორის სადარბაზოებში დამონტაჟებული ხანძარმედეგი კარებით. კომპლექსი 23%-მდე ენერგოეფექტურია, რაც მობინადრეებს შესაძლებლობას აძლევს დაზოგონ  კომუნალური ხარჯები. აღსანიშნავია, რომ კომპლექსი სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.

კომპლექსის ერთ-ერთ უპირატესობაა 4-დონიანი ავტოსადგომი, რომელიც ბინების რაოდენობის შესაბამისად არის დაგეგმარებული. ანტონოვსკაიასა და კარტოზიას ქუჩების მხრიდან გათვალისწინებულია კომერციული ფართები სხვადასხვა სახის სავაჭრო და მომსახურების ობიექტებისათვის, რაც კომპლექსის მაცხოვრებლებისათვის დამატებითი კომფორტს შექმნის.

კომპლექსში განთავსებულია 2-სართულიანი თანამედროვე საბავშვო ბაღი. ასევე, პირველ და მეორე კორპუსებს შორის მოწყობილია გამწვანებული სათამაშო და დასასვენებელი ზონები, სპორტული მოედანი. იპოდრომთან 2-ის მაცხოვრებლებს სრულად გარემონტებულ ბინებში დახვდებათ იტალიური სამზარეულო ჩაშენებული გაზქურით, ღუმელითა და გამწოვით. მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ბინის მფლობელს შესაძლებლობა ჰქონდა, თავად შეერჩია ინტერიერის დიზაინი და სარემონტო მასალები მსოფლიოს წამყვანი ბრენდებისგან.

კომპლექსის შესახლების შემდგომი მომსახურება ითვალისწინებს 24-საათიან დაცვას, სადარბაზოების, ლიფტებისა და ეზოს დასუფთავებას, გამწვანების მოვლას, ასევე გაქირავების კომფორტულ მომსახურებას კომპანია – m2 რენტის მიერ.

აღსანიშნავია, რომ პროექტი m² იპოდრომთან 2 დაფინანსებული იყო საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის – IFC -ის (7.5 მილიონ აშშ დოლარი) და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპული ფონდის Green for Growth Fund –GGF -ის (7.5 მილიონი აშშ დოლარი) მიერ. პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 60.6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.კომპლექსში ბინების 98% უკვე გაყიდულია.

GGF- ის თავმჯდომარის, ოლაფ ზიმელკას სიტყვებით, “GGF-თვის საქართველოში ენერგოეფექტური საცხოვრებელი სახლების ხელშემწყობ პროექტში მონაწილეობა ძალიან სასიამოვნოა. ასეთი პროექტები პრეცედენტს ქმნის საქართველოში მდგრადი, მეტად ინკლუზიური ბინათმშენებლობის განვითარებისთვის. ძალიან კარგი იქნება რესურსების ეფექტურ გამოყენებასა და წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების შემცირებაზე მიმართული მეტი მსგავსი პროექტი ვნახოთ საქართველოში“.

m² იპოდრომთან 2 კომპანიისმიერგანხორციელებული მე-8 წარმატებული და ყველაზე მასშტაბური პროექტია.

Share