Home » საზოგადოება » თბილისის მერია ხმაურის 4 საზომი მოწყობილობის შესყიდვას 76 ათას ლარად გეგმავს
თბილისის მერია ხმაურის 4 საზომი მოწყობილობის შესყიდვას 76 ათას ლარად გეგმავს

თბილისის მერია ხმაურის 4 საზომი მოწყობილობის შესყიდვას 76 ათას ლარად გეგმავს

თბილისის მერია მუნიციპალური ინსპექციის საქალაქო სამსახურისათვის ხმაურის მზომების შესყიდვას გეგმავს. შესაბამისი ტენდერი უკვე გამოცხადდა. ხმაურის ოთხი საზომი მოწყობილობის სავარაუდო ღირებულება 76 400 ლარია.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ხმაურის საზომი პირველი კლასის უნდა იყოს, სიხშირული დიაპაზონით არაუმეტეს ექვსი ჰერციდან არანაკლებ 20 კილოჰერცამდე, წონით 400 გრამამდე.

ტენდერში განაცხადების მიღება 19-21 ოქტომბერს იწარმოებს, გამარჯვებულმა კომპანიამ მერიას ტექნიკა ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღის ვადაში უნდა მიაწოდოს.

1tv.ge

Share