Home » ახალი ამბები » თბილისის მერია დაეხმარება 4-შვილიან ოჯახს, რომელსაც კერძო მევახშე ასახლებს
თბილისის მერია დაეხმარება 4-შვილიან ოჯახს, რომელსაც კერძო მევახშე ასახლებს

თბილისის მერია დაეხმარება 4-შვილიან ოჯახს, რომელსაც კერძო მევახშე ასახლებს

ოჯახს, რომელიც დიღმის მასივში სახლიდან კერძო მევახშის მოთხოვნით გაჰყავთ, მერია მაქსიმალურად დაეხმარება – ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ თბილისის მერიაში განუცხადეს.

მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტის შესახებ საქმის კურსში პირადად კახი კალაძე, რომლის მითითებით საქმეში ჩართულია დიდუბის გამგეობა. გამგებელი პირადად აწარმოებდა მოლაპარაკებას კერძო მევახშესთან, რათა გადავადებულიყო აღსრულების პროცესი, თუმცა იპოთეკარმა ეს შუამდგომლობა არ გაითვალისწინა.

მერიაში ამბობენ, რომ ოჯახს ქირით სხვა ფართში გადაიყვანენ. ასევე, გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული ოჯახი არის კოოპერატიული ბინათმშენებლობით​ დაზარალებული, მერიამ უკვე გასცა წერილობითი შუამდგომლობა მათი დროული დაკმაყოფილების შესახებ.

აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი დიღმის მასივში გამოსახლებულ ოჯახთან დაკავშირებით განამრტა, რომ ოჯახი წინასწარ იყო გაფრთხილებული გამოსახლების თაობაზე.

წყარო: primetime.ge

Share