Home » საზოგადოება » თბილისიდან რაჭამდე მგზავრობის დრო 1-1,5 საათით შემცირდება
თბილისიდან რაჭამდე მგზავრობის დრო 1-1,5 საათით შემცირდება

თბილისიდან რაჭამდე მგზავრობის დრო 1-1,5 საათით შემცირდება

რაჭა და მისი სოფლები დაზიანებული გზების გამო ათეულობით წლებია, ტურისტებისა და იქაური კარ-მიდამოების პატრონებისთვის რთულად მისასვლელია. განსაკუთრებით ონის რაიონის სოფლებში ხალხს ძალიან უჭირს მამაპიპესეული სახლების მიხედვა, რადგან ამ სოფლებამდე მანქანით მისვლაც ჭირს და მითუმეტეს, სამშენებლო მასალის ტრანსპორტირება, რათა სიძველისგან დაზიანებულ სახლების აღდგენა შეძლოს ხალხმა.

ამიტომ, ვფიქრობთ ძალიან ბევრი ადამიანი ელოდება იმ ახალი გზის მშენებლობის დასრულებას, რომელმაც რაჭა ზემო იმერეთს უნდა დააკავშიროს და თბილისიდან იქამდე მისასვლელი გზაც უნდა შეამციროს. პროექტი 2018 წლიდან დაიწყო. როდის დასრულდება ის და რეალურად, რა შეღავათს მისცემს რაჭაში მგზავრობის მსურველებს. პროექტი სულ შვიდ პუნქტადაა დაყოფილი.

დეტალებზე საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი წერეთელი საუბრობს:

– პროექტი 2020-2022 წლებში უნდა დასრულდეს. ამ ეტაპზე, 5 ლოკაციაზე მიმდინარეობს სამუშაოები. მეექვსეზე ტენდერი უკვე დასრულდა და მიმდინარეობს შერჩევა შეფასების პროცედურები, ხოლო მეშვიდე, ონის მხარეს, ტენდერს გამოვაცხადებთ მას შემდეგ, რაც პროექტი დასრულებისკენ წავა. 2020 წლისთვის დამთავრება 6 ლოკაციაზე სამშენებლო სამუშაოები და ამის შემდეგ ვგეგმავთ მეშვიდეზეც ტენდერის გამოცხადებას.

– რა დროის გზის მონაკვეთს შეამცირებს ახალი გზა?

-1-1,5 საათით შეამცირებს საშუალოდ მგზავრობას, თუ მაგალითად, თბილისიდან რაჭის მიმართულებით გზას ავიღებთ.

– რა არის ამ გზის მთავარი სარგებელი?

– ეს არის ორი რეგიონის დამაკავშირებელი გზა, რომელიც ისედაც არსებობდა, თუმცა მიმდინარეობს მისი რეაბილიტაცია-გაუმჯობესება ამ კუთხით. მოსახლეობაც უფრო კომფორტულად გადაადგილდება, განვითარდება ტურისტულადაც და ონსა და საჩხერეს ერთმანეთთან დააკავშირებს. ზემო იმერეთი-რაჭის გზა მნიშვნელოვნად შეამცირებს მგზავრობის დროს. თუ თბილისიდან ონამდე ჩასასვლელად, დაახლოებით, 5 საათი იყო საჭირო, ახლა ეს დრო საათნახევრით შემცირდება. გზა საჩხერის სოფლებზე გაივლის და ონს დაუკავშირდება, რითაც მანძილი 45 კილომეტრამდე შემცირდება.

წყარო: shin.ge

Share